სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გალისა და ოჩამჩირის რაიონები "თავისუფალ ეკონომიკურ ზონად" გამოცხადდა

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დე–ფაქტო ხელისუფლება ოჩამჩირის რაიონში საპორტო ქალაქის მშენებლობას იწყებს.

როგორც აფხაზურ მედიას დე–ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ნუგზარ აშუბამ განუცხადა შეთანხმება აიმის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში იქნა მიღწეული, როცა აფხაზეთში ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვიდა, რომელსაც ლატვიელი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვალდის ოსისი ხელმძღვანელობდა.

როგორც აშუბა აღნიშნავს ოჩამჩირეში პორტის მშენებლობა მთლიანად შეცვლის გალისა და ოჩამჩირის რაიონებში მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას.

მისივე განცხადებით „ ოჩამჩირისა და გალის რაიონები თავისუფალ ეკონომიკურ ზონად არის გამოცხადებული, უშუალოდ პორტის მშენებლობა ოფიციალურად ერთ თვეში 15 ნოემბერს დაიწყება და დაახლოებით ორ წელიწადში ერთ–ერთი საუკეთესო პორტი იქნება ამიერკავკასიაში“–აცხადებს ნუგზარ აშუბა.

მალხაზ ბასილაია “ნიუსლაინის” სამეგრელოს კორესპონდენტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100