ფოთში ავტომანქანის დაჯახების შედეგად წაქცეული ელექტრობოძი ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა
ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველთა ინფორმაციით,
"ფორდის" მარკის ავტომანქანა ელექტრობოძს დაეჯახა, წაქცეული ბოძი კი იქვე, ჭიშკართან მდგომ ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა.
დაშავებულია მანქანის მძღოლიც. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ორი ბრიგადა იმყოფებოდა.
"ადგილზე მისულებს დაგვხვდა ორი დაშავებული. გავუწიეთ შესაბამისი დახმარება და გადავიყვანეთ ქალაქის ჰოსპიტალში. ჭიშკართან მდგომი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკული, მეორის კი სტაბილურია" - განუცხადა ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მენეჯერმა კესო გელენიძემ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.
კომენტარი