დიდი, არ ნიშნავს საუკეთესოს - ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებმაც მკერდი დაიპატარავეს
თქვენ ფიქრობთ, რომ დიდი მკერდი ჯერ კიდევ ყველა ქალის ოცნებაა და ისინი ამისთვის პლასტიკურ ოპერაციას მიმართავენ? ნურას უკაცრავად. გაგიკვირდებათ, მაგრამ არიან ისეთებიც რომლებმაც პირიქით, მკერდი დაიპატარავეს.
გთავაზობთ ჰოლივუდელ ვარსკვლავებს, რომლებსაც დიდი ზომის მკერდი აწუხებდათ და მათ ის დაიპატარავეს.
მსახიობი კრისტინა რიჩი ამბობს, რომ მკერდის დაპატარავების შემდეგ უფრო მარტივია ცხოვრება, რადგან მისი ტარება უფრო პრაქტიკული და კომფორტული გახდა.
ჰოლივუდის ვარსკვლავს დრიუ ბერიმორს ძალიან დიდი ზომა მკერდი ჰქონდა, რაც მას დისკომფორტს უქმნიდა, ამიტომაც მსახიობმა 2005 წელს ოპერაცია გაიკეთა და მკერდი დაიპატარავა.
ასევე მოიქცა 2007 წელს მსახიობი არიელ უინთერი.
2009 წელს კრის ჯენერი.
შემდეგ ვიქტორია ბექჰემიც, რომელმაც თავიდან მკერდი გაიდიდა, თუმცა უმცროსი შვილის გაჩენის შემდეგ გადაწყვიტა ძველ ფორმებს დაბრუნებოდა და მკერდი დაიპატარავა.
სასაცილოა, მაგრამ არავინ იხსენებს, თუ როგორ გაიდიდა მკერდი ნიკოლ კიდმანმა, რადგან მსახიობმა მცირე დროში გადაწყვიტა მის პირვანდელ ფორმებს დაბრუნებოდა. ნიკოლმა იმპლანტებზე უარი განაცხადა და მკერდი საწყის პოზიციაში დააბრუნა.
არანაირი ინფორმაცია არ იძებნება მსახიობ ჯენიფერ ქონელის მკერდის დაპატარავების შესახებ, თუმცა ფოტოებს რომ დააკვირდე ფაქტს ვერსად გაექცევი, ჰოლივუდის ვარკსვლავს მკერდი აშკარად შემცირებული აქვს.
ძნელი სათქმელია, თავდაპირველად რამხელა მკერდი ჰქონდა პამელა ანდერსონს, რადგან ის მაყურებელს სულ დიდი მკერდიც ახსოვს, ალბათ 3 და 4 ზომითაც კი ჰქონდა ფორმა გადიდებული, თუმცა, ბოლო წლებში მსახიობმა გადაწყვიტა ვეებერთელა ზომისთვის უარი ეთქვა და ის ნორმალურ, ბუნებრივ ფორმამდე დაეყვანა, ამიტომაც პამელამ ოპერაცია გაიკეთა და მკერდი დაიპატარავა.
კომენტარი