სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი, რას წერს შვილების თვალწინ ყელგამოჭრილი 25 წლის გოგოს საუკეთესო მეგობარი დაქალის მკვლელობაზე

აი, რას წერს მამინაცვალის მიერ მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დაქალი, საუკეთესო მეგობრის დაკარგვის შემდეგ:

„როგორ დავიჯერო რომ შენთვის ყველაფერი ასე დასრულდა... მთელი ცხოვრება ჩემს გვერდზე იყავი... უშენობას როგორ შევეგუო... ასე უსამართლოდ როგორ მოგექცნენ... შენ ერთადერთი იმსახურებდი ყველაფერს საუკეთესოს“...

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს თბილისში, 25 წლის გოგონას შვილების თვალწინ ყელი გამოჭრეს. საზარელი მკვლელობა ბარნოვის N77-ში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ის სტუმრად იმყოფებოდა დასთან, რომელიც ბარნოვზე ქირით ცხოვრობს. მკვლელობა, სავარაუდოდ გოგონას მამინაცვალმა ჩაიდინა, რომელიც გარდაცვლილის დედას გარკვეული პერიოდის განმავლობაში შვილის მოკვლით ემუქრებოდა.
მოკლული 25 წლის გოგონა თამარ გამრეკელაშვილია, მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული, 1972 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს.
როგორც გაირკვა, ბრალდებული წარსულშიც იყო დაკავებული. მას პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100