გიორგი კვირიკაშვილმა არჩევანი საბურთალოს 24-ე უბანზე დააფიქსირა
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივითვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი საბურთალოზე, მე-4 ოლქის 24-ესაარჩევნო უბანზე დააფიქსირა. პრემიერი არჩევნებზე შვილთან ერთად მივიდა.
„მე ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება; სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია; სადაც მწვანე ზონებია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფლად ისუნთქონ; სადაც განათლების სისტემა მოწესრიგებულია და სადაც არის ძალიან მაღალი ეკონომიკური დინამიკა; სადაც მეწარმეებს უხარიათ ბიზნესის წამოწყება და სადაც ძალიან ბევრი სიცოცხლე ჩქეფს.
მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. დღეს საქართველოსმოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერსპირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ.
კომენტარი