სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ მიხედავს ჩემს შვილს, მე რომ აღარ ვიქნები...

სამწუხაროდ, ფრაზა ზღაპრებიდან „ისინი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ“ რეალურ ცხოვრებაში ფაქტობრივად არალეალურია. ზოგს ახალგაზრდობაში ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა ექმნება, ზოგი ბინას კარგავს, ზოგს სიკვდილი ართმევს ახლობელს. შეყილაძეების ოჯახს კი ყველა უბედურება ერთად დაატყდა თავს.

მათ სახლი დაეწვათ, ცეცხლმა შთანთქა ყველაფერი რაც მძიმე შრომით იყო შექმნილი. ძველ ვაგონში დასახლდნენ, ეგონათ ახლიდან დაიწყებდნენ ცხოვრებას, თან შვილიც უკვე დიდი იყო და მხარში დაუდგებოდა მშობლებს. მაგრამ ახალგაზრდა ბიჭს ნერვიულობის ფონზე შაქრიანი დიაბეტი დაემართა და მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებოდა.

ავადმყოფობის მიუხედავად, ფრიდონმა ოცნება აისრულა და მხატვარი გახდა. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ის სოფელში დაბრუნდა. მისი ლამაზი ნახატები ჭიათურის რაიონის სოფლების საბავშვო ბაღების და სკოლის კედლებს დღემდე ამშვენებენ.

მაგრამ ვერაგი დაავადება თავს არ ანებებდა ახალგაზრდა მამაკაცს და საბოლოოდ საწოლს მიაჯაჭვა. მშობლებისთვის ფრიდონი ისევ პატარა ბავშვად გადაიქცა, დამოუკიდებლად ვეღარაფერს აკეთებდა და მშობლებს მისი მოვლა ისევე უწევდათ, როგორც სიცოცხლის პირველ წლებში. მამა შვილზე ნერვიულობამ განადგურა, ისიც ლოგინად ჩავარდა და მალევე გარდაიცვალა. ავადმყოფ შვილზე ზრუნვა მოხუც დედას დააწვა კისერზე. ქალბატონი ლალო სრულიად მარტო დარჩა ავადმყოფ შვილთან ერთად პატარა, ძველ, ჟანგიან ვაგონში...

„ფრიდონის ბანაობა, ჩაცმა და მისი გამოკვება, ორს უფრო ადვილად გამოგვდიოდა, ახლა მე უკვე ვეღარ ვერევი...“ – ამბობს მოხუცი ქალბატონი და შვილს ეფერება. ფრიდონი ახლა 52 წლისაა, ლალო 77–ის. მას თავად სჭირდება მოვლა–პატრონობა, მაგრამ მის შვილს სხვა ვერავინ მიხედავს, ამიტომ მოხუცი ქალბატონი ძალებს იკრებს და ყოველ დილით ღმერთს შესთხოვს, შვილისთვის კიდევ აცოცხლოს!

უფრო უბედური ოჯახი ალბათ ნანახიც არ გეყოლებათ... კეთილი მეზობლების იმედად არიან დარჩენილები, ისინი რომ არა დედა–შვილი ალბათ შიმშილით და სიცივით დაიღუპებოდა თავის პატარა ვაგონში. პროდუქტების და წამლების საყიდლად პენსია საკმარისი არ არის, მაღაზიაშიც ვერავინ წავა, ლალო ეზოშიც კი ძლივს გადაადგილდება...

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ოჯახის დასახმარებლად? როგორ დავეხმაროთ ლოგინად ჩავარდნილ ახალგაზრდა მამაკაცს და მის გაუბედურებულ დედას?

ჩერნოვეცკის ფონდი გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ ამ ოჯახის გასაჭირი. ნებისმიერი სახის დახმარება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება!

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, პროდუქტის, ჰიგიენური საშუალებების, წამლების შესაძენად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: შეყილაძეების ოჯახი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ru/projects/

ერთი ოჯახის ცხოვრების შეცვლით, თქვენ უკეთესობისკენ ცვლით მთელს სამყაროს.

R

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100