მაგთიკომი განვითარების დასახულ გეგმას მიჰყვება და დანაპირებს ასრულებს:
- უახლესი თაობის მიმღები მოწყობილობები და მაღალრეიტინგული ტელეარხები
მაგთის IP ტელევიზიის მომხმარებლებს
- უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული, მაგთის განახლებული ინტერნეტქსელი
- სამმაგი და ოთხმაგი შეთავაზება რეგიონებს
მაგთიკომი კავკასუს ონლაინის საცალო საოპერაციო აქტივების და დელტაკომის შეძენის შემდეგ, განვითარების და გაფართოების განსაზღვრულ გეგმას მიჰყვება. დასახული პრიორიტეტებიდან უმეტესობა უკვე შესრულებულია.
IPTV
5 იანვრიდან კომპანია IP ტელევიზიის მომხმარებლებს უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მიმღებ მოწყობილობას ე.წ. set top box-ს სთავაზობს, რომელიც მთლიანად მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული.
პარალელურად, მაგთიკომი მომხმარებლებს რეიტინგული არხებით დაკომპლექტებულ, განახლებულ პაკეტებს სთავაზობს და დღეისათვის IP ტელევიზიით 174 მაღალრეიტინგული არხია ხელმისაწვდომი.
ინტერნეტქსელი
მაგთიკომმა დაასრულა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტქსელის როგორც აპარატურული ნაწილის,
ისე ყველა საკვანძო ქსელური ელემენტის განახლება. ქსელის მშენებლობა და გაფართოება კი მუდმივად მიმდინარეობს.
მაგთიკომის ინტერნეტქსელის სრული მოდერნიზაცია მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება.
შედეგად, მაგთის მომხმარებელი უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ, უმაღლესი ხარისხის,
სწრაფ და სტაბილურ ინტერნეტს იღებს.
შეთავაზება რეგიონებს
მაგთიკომის გეგმა ინტერნეტქსელის განვითარებას საქართველოს რეგიონებშიც ითვალისწინებს.
იქ, სადაც ინტერნეტქსელი უკვე არის, მაგთიკომს მომხმარებლისთვის სამმაგი და ოთხმაგი შეთავაზება აქვს, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას შეუძლია მიიღოს ინტერნეტის, ტელევიზიის, მობილური და ფიქსირებული ტელეფონიის ერთიანი პაკეტი.
კომპანია უახლოეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ინტერნეტსერვისს ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონს შესთავაზებს.
მაგთიკომი ერთადერთი ოპერატორია საქართველოში, რომელიც 3 მილიონამდე მომხმარებელს სრული საკომუნიკაციო სერვისით უზრუნველყოფს.
კომენტარი