სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს ყველამ იმ ქალმა უნდა წაიკითხოს, რომელსაც 20 წელს ზემოთ გათხოვება დაგვიანებულად მიაჩნია

ძველი ნაცნობი შემხვდა-ჩემი არა – დედაჩემის. ბავშვობიდან ვახსოვარ,ამიტომაც გულთბილად მომიკითხა და გესლიანად მკითხა:

– გათხოვდი?

ჩემს უარყოფით პასუხზე -წინასწარ მომზადებული წარბაქაჩული მზერა მსტყორცნა, „მზრუნველად“ ჩაიცინა და მითხრა:

-იცი , ჩემი გოგო მეგონა 16 წლის ასაკში გაიპარებოდა ან მოიტაცებდნენ-დანანებით ჩაქინდრა თავი და გააგრძელა- მაგრამ არაა… 20-ს გადააბიჯა ოჯახი რომ შექმნა…ხოო, მიყურე, მიყურე, ეგაა მთავარი ქალისთვის!

…დავეხსენი როგორც იქნა. ჩემი გზა გავაგრძელე… და მაინც: რა უბიძგებს ასეთ მშვენიერ,ერთი შეხედვით შეგნებულ ქალებს მხოლოდ ამაზე იფიქრონ ? – ერთუჯრედიანებივით, გაყოფით რომ მრავლდებიან…

თუკი მართლა ერთადერთ და გამართლებულ მიღწევად თვლიან – რატომ უჩნდებათ სურვილი გამუდმებით სხვას ასწავლონ ჭკუა? თვითკმარ და თავდაჯერებულ ადამიანს ხომ პირიქით- ძალით თუ დასტყუებ რჩევას…

კარგად მესმის, ამ ყველაფრის ჩიჩინი სწორედ იმიტომ ჭირდებათ, რომ ქვეცნობიერად გრძნობენ- თავისი ენერგია, ნიჭი -მისწარაფებების რეალიზებაზე კი არ დახარჯეს,არამედ კომფორტულად ამოეფარნენ ქალისთვის მორგებულ, სოციუმის მიერ გამართლებულ სტერეოტიპებს. ზუსტადაც ამოეფარნენ და არა- აირჩიეს. ეს უჩენთ გაუთავებლად სურვილს გმოძღვრონ,რომ როგორმე გადაფარონ ხმა, შინაგანი ხმა- დანაშაულის განცდის,რომელიც წლებთან ერთად უფრო და უფრო ჩუმად, მაგრამ მაინც დაჟინებით უმეორებთ: “ მე ვინ ვარ? რა არის ჩემი თვითიდენტიფიკაციის წყარო? თვითშეფასების კრიტერიუმი? -მხოლოდ და მხოლოდ შვილები და ქმარი? ამიტომ ხომ არ ვარ ასე ჩაფრენილი მათზე? ამიტომ ხომ არ ვითხოვ ზედმეტ დაფასებას როგორც დედა? როგორც ცოლი?“

ესენი კაცებზე მუდმივად განაწყენებული ქალები არიან, რომლებიც არცთუ უსაფუძვლოდ ამტკიცებენ, რომ მთელი ცხოვრება სწორედ მამაკაცებს და მათ წინსვლას მიუძღვნეს- ისინი კი არ ჩქარობენ ამ ყველაფრის დაფასებას. არ ჩქარობენ კი არა – თავში არც მოსდით … რა უნდა დააფასონ? ქალის ფუნქცია ეგ არ არის?

თითქოს ამის ფონზე საპასუხო ჯანსაღი რეაქცია, როგორც მინიმუმ, სიტუაციის სწორად აღქმა და ანალიზი უნდა იყოს; ამის ნაცვლად კი ახალგაზრდების გაკიცხვას ვისმენთ:

რაღას აჩენდა ამ ბავშვს სამსახურს და კარიერას თუ უნდა გადაყოლოდაო…

გიპასუხებთ: ეს ის თაობაა, რომელსაც მართლაც გათვითცნობიერებული აქვს რას ნიშნავს შვილზე ზრუნვა! რომ ეს მარტო ძუძუს წოვება და თბილად ჩაცმა არაა!

არც პასიური მომლოდინეს როლში ყოფნაა – არამედ მიზნისკენ სვლა!

ეს „საკვები“ სჭირდებათ ბავშვებს და სწორედ -ბავშვობიდან, რომ დაინახონ და იგრძნონ რაშია ადამიანის ღირსება, პასუხისმგებლობა და დედის რძესთან ერთად დედისვე მაგალითი ჰქონდეთ -ძლიერი, პატივსაცემი, თავისუფალი ქალის!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100