სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმის მერი დამსვენებლებს აფრთხილებს - რა საფრთხეებია ზღვისპირა ქალაქში?

როდის დაიწყება ბათუმის ახალ ბულვარში შტორიმის შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა?

ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე აცხადებს, რომ შტორმის შედეგად დაზიანებულია საფეხმავლო ბილიკის 300 მეტრიანი მონაკვეთი და არსებობს მისი ჩამოშლის ყოველწუთიერი საფრთხე. ანანიძე დამსვენებეს აფრთილებს თავი შეიკავოს აღნიშნულ ზონაში გადაადგილებისგან. ჯემალ ანანიძე აცხადებს, რომ აღდგენითი სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 მილიონი გამოიყო და ერთ კვირაში რეაბილიტაციის პროცესი დაიწყება.

„სამას მეტრიანი ადგილია დაზიანებული. შტორმმა საფეხმავლო ბილიკს გამოაცალა საყრდენი და ასევე გზასაც ემუქრება ჩანგრევის საფრთხე. დაიდგა ამკრძალავი ნიშნები მაგრამ მოქალაქეები ამას არ იცავენ. დადიან ველოსიპედებით, მანქანით ადიან საფეხმავლო ბილიკზე. ზღვამ გრუნტი გამოაცალა და ბეტონი ჰაერშია დარჩენილი. არის საშიშროლება იმის, რომ ჩაიშალოს . სახიათოა ამ ადგილას ფეხით გავლააც კი“,-განაცხადა ანანიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100