შვაინშტაიგერმა გერმანიის პრეზიდენტს ბოდიში მოუხადა
„ბავარიის“ ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა გერმანიის პრეზიდენტს, იოხიმ გაუკას მოუბოდიშა, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფინალის დასრულების შემდეგ ამ უკანასკნელს ხელი არ ჩამოართვა.
„რაღაც გაურკვევლობა მოხდა. მე უბრალოდ გამოწვდილი ხელი ვერ შევნიშნე. იმდენად გაოგნებული ვიყავი ჩევნი მარცხით, რომ შეიძლება ითქვას გონება სრულებით დაკარგული მქონდა“, - აღნიშნა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ ბასტიან შვაინშტაიგერი ერთ-ერთი იყო იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებმაც მნიშვნელოვანი პენალტები გააფუჭეს.
კომენტარი