სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაზსადენის დაზიანების გამო ბუნებრივი აირის მიწოდება თბილისის 5000-მდე აბონენტს შეუწყდა

ყაზტრანსგაზ-თბილისიმაჭავარიანის ქუჩისა და ლისის ტბის ტერიტორიაზე ბუნევრივი აირის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მაჭავარიანის ქუჩისა და ლისის ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს. „ტრანსპორტერისმიერ მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებისას დაზიანდა 500 მმ-იანი გაზსადენი. გაზსადენის დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება დედაქალაქის 5000-მდე აბონენტს, რამდენიმე კომერციულ და საჯარო დაწესებულებას შეუწყდა.

ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებსყაზტრანსგაზ-თბილისისსპეციალისტები მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ. ამ დროისთვის 500 მმ-იანი გაზსადენი აღდგენილია.

გაზმომარაგების აღდგენა უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით ეტპობრივად, 12:00 საათიდან დაიწყება და სრულად დასრულდება საღამოს 20:00 საათისთვის.

კომპანიაყაზტრანსგაზ-თბილისიბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებლად შექმნილი დისკომფორტის გამო და მოუწოდებს უყურადღებოდ არ დატოვონ დანადგარები. გაზის ონკანები კი იქონიონ ჩაკეტილ მდგომარეობაში.

ყაზტრანსგაზ-თბილისიკიდევ ერთხელ მოუწოდებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებით დაკავებულ კომპანიებს, რომ არ აწარმოონ სამშენებლო სამუშაოები გაზსადენის სიახლოვესყაზტრანსგაზ-თბილისთანშეუთანხმებლად.

ყაზტრანსგაზ-თბილისისსითბო და მზრუნველობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100