სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გლამურულმა გოგონებმა სექს-შოპიდან ვიბრატორები მოიპარეს, მაღაზიის მეპატრონემ კი მათი დასჯის მიზნით ფოტოები გამოუქვეყნა

პოლიცია ეძებს სამ გლამურულ გოგონას, რომლებმაც სექს-შოპიდან პროდუქცია მაშინ მოიპარეს, როდესაც კონსულტანტი სხვა კლიენტებს ემსახურებოდა.


გოგონებს დაავიწყდათ, რომ მაღაზიაში სათვალთვალო კამერები არსებობდა და ძვირადღირებული ვიბრატორები წაიღეს თან, რომლის საერთო ღირებულება 350 ფუნტია. ერთ-ერთმა მათგანმა რამდენიმე სექს-სათამაშო საკუთარ ტანისამოსში დამალა, დანარჩენები კი ეფარებოდნენ მას, რათა სხვებს არ შეემჩნიათ - წერს გამოცემა The Sun.

მაღაზიის მეპატრონე აცხადებს, რომ ერთ-ერთი ვიბრატორი 135 ფუნტის ღირებულების იყო. მისივე განმარტებით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მაღაზიიდან პროდუქციას ჰპარავენ, ამის გამო სექს-შოპი ყოველ ნახევარ წელიწადში საშუალოდ 1388 ფუნტით ზარალობს.

"ჩვენთვის ეს მუდმივი პრობლემაა, რადგან სექს-შოპები არც თუ ისე ხშირია ამ ქალაქში და გარდა იმისა, რომ კლიენტი მრავლად გვყავს, ასევე მრავლად არიან ქურდები, რომლებიც გამუდმებით იპარავენ პროდუქციას" - აღნიშნა მაღაზიის მეპატრონემ, გარი სმიტმა, რომელმაც დამნაშავეების იდენტიფიცირებისა და მათ შესახებ ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში ჯილდო დააწესა - თავისი მაღაზიის 50 ფუნტიანი ვაუჩერი.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100