აკა მორჩილაძის საოცარი სიტყვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე
მწერალმა აკა მორჩილაძემ (გიორგი ახვლედიანმა) ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე საქართველოს სახელით საოცარი სტყვა წარმოთქვა, რომელსაც დრონი.ჯი გთავაზობთ:
"მე
მაქვს
ჩემი
შეხედულება,
სრულიად
არამეცნიერული
ქართულ
ანბანთან
დაკავშირებით.
არის
ფუფუნება
ასეთი
რამ
რომ
გაქვს
ერს… თქვენ უყურებთ გაოცებული და ჩვენ ვკითხულობთ, ამ დროს ჩვენ თქვენსას იოლად ვკითხულობთ, თქვენ ჩვენსას საერთოდ ვერ კითხულობთ, ეს უპირატესობა გვაქვს. საუკუნეები ჩვენ ვთარგმნიდით და ჩვენ არ გვთარგმნიდა არავინ. ჩვენ ვკითხულობთ თქვენსას ყველაფერს და თქვენ არ კითხულობეთ ჩვენსას არაფერს…
ამ
ანბანით
ჩვენ
აღვწერთ
ისტორიას,
მაგრამ
უნდა
გითხრათ,
რომ
საქართველო
არის
პოეზიის
ქვეყანა…
რომანის წერას უნდა დრო, მაგიდა, ქაღალდი, დაჯდომა, ფიქრი და როცა ომი და უბედურებაა, ადამიანი ზის და ლექსი იწერება მუხლზე დადებულ ქაღალდზე, უცბად…უნდა გითხრათ, რომ ჩვენთან ისტორიულ ქრონიკებსაც წერდნენ ლექსად, რომანებსაც წერდნენ ლექსად, სახელმწიფო ქაღალდები გვაქვს ჩვენ ლექსად დაწერილი
ეს
არის
ხეებზე,
ცხვირსახოცებზე,
სასმისებზე,
მერხებზე…
საქართველოში ჩვენ გვყავს უამრავი გლეხი, რომლის მთავარი მიღწევა იყო ლექსის წერა. საქართველოს გაცნობა, რა თქმა უნდა, შეიძლება იქ მოგზაურობით, მაგრამ მაინც სჯობს, რომ ქართულმა ლიტერატურამ მოგახსენოთ თავის სათქმელი იმის თაობაზე, რომ სიყვარული, მეგობრობა, სირთულეები, ომი და მშვიდობა, იუმორი და ტრაგედია ისევეა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, როგორც თქვენი და ამაზე თხრობა და ლაპარაკი ისე შეგვიძლია, როგორც არავის დედამიწის ზურგზე.
ამის მრავალსაუკუნოვანი, სამყაროსთვის უცნობი ტრადიცია გვაქვს, ჩვენი ლიტერატურა ჩვენი აღსარებაც არის, ჩვენი ოცნებაც და ასე შემდეგ. უნდა გითხრათ, რომ პოეტები და მწერლები უსაყვარლესი გმირები იყვნენ საქართველოში, ყოველთვის იყვნენ, როგორც დღეს ამბობენ, ცნობადი სახეები. ქართველი მწერალი ყოველთვის იქ არის, სადაც ყველა არასდროს არ არის და ამავე დროს იქ არის, სადაც ყველა ყოველთვის მოიყრის თავს!” – განაცხადა აკა მორჩილაძემ.
კომენტარი