სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინის კრემლში დაბრუნება – რუსეთის დაშლის დასაწყისია

მოსკოვში მაღალჩინოსანი წყაროები იმის შესახებ აცხადებენ, რომ ვლადიმირ პუტინმა უკვე თითქმის გადაწყვიტა თავისი კანდიდატურის წამოყენება 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, – იტყობინება დღეს სააგენტო Reuters–ი მოსკოვში მაღალჩინოსან პოლიტიკურ წყაროზე დაყრდნობით.

როგორც Reuters–მა თავისი წყაროებიდან შეიტყო, რომელთა შორისაა რამდენიმე მაღალი რანგის პოლიტიკური და დიპლომატიური მოღვაწე, პუტინის ახლოსაა იმ გადაწყვეტილებასთან, რომ წამოაყენოს თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე, ვინაიდან ეჭვი ეპარება მედვედევში და შეშფოთებულია იმით, რომ მას (მედვედევს) „არასაკმარისად უჭერენ მხარს პოლიტიკურ და ბიზნეს წრეებში“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100