სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექსცენტრიული იმპერატორი რომელსაც დედამ მამა მოუკლა, თავად კი შვილმა გამოასალმა სიცოცხლეს

1754 წელს რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე დიდმა გააჩინა მემკვიდრე, რომელსაც პავლე დაარქვეს.

ეკატერინეს მეუღლეს პეტრე მესამეს ცოლის ნაცვლად სათამაშო ჯარისკაცები და საყვარელი ადარდებდა, ამიტომ ეჭვობენ, რომ ბავშვის მამა სერგეი სალტიკოვი გახლდათ, ოფიცერი რომელზეც ამბობდნენ ეკატერინეს საყვარელიაო.

ეკატერინეს და პეტრეს ერთმანეთი სძულდათ და გასაკვირი არ იყო, რომ ორივე მათგანს საყვარელი ჰყოლოდა.

8 წლის იყო პრინცი პავლე, როდესაც მამამისი მოწამლეს და გარდაიცვალა, მოგვიანებით კი პატარა უფლისწულმა განაცხადა, რომ მკვლელობაში დედამისიც იყო გარეული.

დედოფალი ეკატერინე ვარაუდობდა, რომ პავლე კარგი მეფე ვერ იქნებოდა და შვილიშვილის ალექსანდრეს გამეფება სურდა, მაგრამ ვერ მოასწრო, რადგან ინსულტით გარდაიცვალა და 1796 წლის 6 ნოემბერს უფლისწული პავლე იმპერატორი პავლე პირველი გახდა.

დედის შიშები საფუძვლიანი აღმოჩნდა, პავლე I ექსცენტრიული და ცუდი მეფე აღმოჩნდა.

გამეფებიდან 4 წლის შემდეგ მან მამის ბედი გაიზიარა, მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს და მოკლეს.

ვარაუდობენ, რომ ამ შეთქმულებაში მონაწილეობდა მოკლულის ვაჟი ალექსანდრე.

ალექსანდრემ 24 წელიწადს იმეფა, ის გახლდათ რუსეთის იმპერატორი 1801-1825 წლებში, ასევე პოლონეთის მეფე 1815-1825 წლებში და ფინეთის პირველი რუსი დიდი მთავარი 1809–1825 წლებში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100