სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ დატოვა გია ჭანტურიამ თანამდებობა?


"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის გენერალური დირექტორის გია ჭანტურიას განცხადება გადადგომის თაობაზე დააკმაყოფილა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად გია ჭანტურიამ განუცხადა. მისი თქმით, გადადგომის ძალიან კონკრეტული მიზეზი აქვს.


"მე სამი წლის განმავლობაში აქ ვიყავი. ვფიქრობ, რომ ამ სამი წლის მანძილზე მაუწყებელში ბევრი რამ გაკეთდა. შეიძლება ჩემი შეცდომა იყო ის, რომ ეკრანს ნაკლებად ეტყობოდა ეს ყველაფერი. არჩევნების დროს ვფიქრობ, რომ მაუწყებელმა დიდი როლი ითამაშა და ამაში ჩემი გარკვეული წილიც არის. მოხდა მართლა საფუძვლიანი ტექნიკური გადაიარაღება, ჩვენ შევქმენით საკმაოდ სერიოზული, სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელსაც მივყვებოდით გარკვეული პერიოდის განმავლობაში. თუმცა მიზეზთა გამო ბოლომდე განხორციელება ვერ შევძელი ისე ხარისხიანად, როგორც მინდოდა. ამიტომ მივიჩნევ, რომ ალბათ, სჯობდა დამეთმო ეს ასპარეზი სხვა ადამიანებისთვის, ვინც ამას უფრო ორგანიზებულად გააკეთებენ", - განმარტა ჭანტურიამ.


მისივე თქმით, სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად დატოვა ბიუჯეტი, საბჭოს მხრიდან მოწონება დაიმსახურა.

გია ჭანტურიას არ დაუკონკრეტებია, თუ სად განაგრძობს მუშაობს. მისი განმარტებით, თავდაპირველ ეტაპზე დაისვენებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100