სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ევროკრედიტის განახლებული ბიზნეს სესხი: მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების მხარდასაჭერად

„მცირე და საშუალო ზომის საწარმოები (SME) საქართველოს ეკონომიკაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ. ამ ტიპის კომპანიები ხშირად დგებიან ფულადი სახსრების მოძიების საჭიროების წინაშე და მათთვის ფინანსურ რესურსებზე სწრაფად წვდომის შესაძლებლობა, სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია. „სისწრაფე“ დავისახეთ მთავარ გამოწვევად ევროკრედიტის ბიზნეს სესხის პროდუქტზე მუშაობისას და ამაყები ვართ, რომ ამ გამოწვევას ღირსეულად გავართვით თავი“ - ირაკლი წურწუმია, ევროკრედიტის დირექტორის მოადგილე.

დღევანდელ დინამიურ და ცვალებად ბიზნეს გარემოში, მცირე და საშუალო ზომის კომპანიები ხშირად დგებიან გამოწვევის წინაშე, რომელიც ფინანსურ რესურსებზე დროულად წვდომის შესძლებლობას უკავშირდება. მსგავსი ტიპის ბიზნესების კიდევ უფრო მეტად მხარდასაჭერად ევროკრედიტმა სწრაფი ბიზნეს სესხის პირობები განაახლა. ბიზნეს სესხის, როგორც პროდუქტის დამუშავებისას, სისწრაფესა და სიმარტივეზე ფოკუსირებით SME-ებს ევროკრედიტი საშუალებას აძლევს მეტად კონცენტრირდნენ ზრდასა და განვითარებაზე.

რას გულისხმობს ბიზნეს სესხის განახლებული პირობები?

ბიზენს სესხი ევროკრედიტმა საკუთარ მომსახურებას 2020 წელს დაამატა, პროდუქტის შექმნის იდეა, იმ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის ხელშეწყობა იყო, რომლებსაც ხშირად უდგებათ საჭიროება ფულადი ნაკადების შემოდინებამდე, სხვადასხვა საჭიროებებისა და ვალდებულებების დასაფარად თანხების მობილიზება გააკეთონ. როგორც წესი, ამ დროს კარგი გამოსავალია სწრაფი ბიზნეს სესხი. სესხის მიღება მინიმალური დოკუმენტებისა და რთული ბიუროკრატიული ბარიერების გარეშეა შესაძლებელი. 2023 წლის პირველი ივნისიდან ევროკრედიტის სესხი განახლებული პირობებით დაბრუნდა. პირველი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლილება ის არის, რომ 10 000 ლარამდე თანხის მიღება კომპანიებს უზრუნველყოფის გარეშე შეუძლიათ. სესხის მიზნობრიობა შეიძლება იყოს ფიქსირებული ან მიმდინარე ხარჯების დაფარვა, სხვა საჭიროებების, ან თუნდაც ვალდებულებების გადაფარვა. 10 000 ლარზე მეტი თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, საკმარისია სესხის უძრავი, ან მოძრავი ქონებით უზრუნველყოფა. კომპანია არ მოითხოვს თქვენგან შემოსავლების დადასტურებას. გარდა ზემოთჩამოთვლილი პირობებისა, ევროკრედიტი მომხმარებელს სთავაზობს ინდივიდუალურ, მათზე მორგებულ გადახდის გრაფიკს. ეს პირობა განსკუთრებით ხელსაყრელია მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომელთა შემოსავალს შეიძლება სეზონურობა ახასიათებდეს.

საშუალო და მცირე ზომის კომპანიებს მთლიან ეკონომიკაში დიდი წვლილი შეაქვთ და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია. მათი როლი დიდია დასაქმების დონის ზრდაში, ინოვაციების განვითარებასა და, ზოგადად, ქვეყნის შიგნით ეკონომიკური დოვლათის შექმნაში, ამიტომ მათი უწყვეტად მუშაობა და ზრდასა და განვითარებაზე ზრუნვა, მთლიან ეკოსისტემას ეხმარება წინსვლაში.

თუ ევროკრედიტის ბიზნეს სესხით დაინტერესდით, სააპლიკაციო ფორმის შევსება ძალიან მარტივად, კომპანიის ვებ-გვერდიდან შეგიძლიათ www.eurocredit.ge. აპლიკაციის შევსებისას თქვენ უთითებთ კომპანიის დასახელებას, სასურველი თანხის მოცულობას და უზრუნველყოფის საგანს. შეგახსენებთ, რომ 10 000 ლარამდე თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, თქვენ არ გჭირდებათ სესხის უზრუნველყოფა. აპლიკაციის შევსებიდან, სამუშაო საათების განმავლობაში, დაგიკავშირდებათ ევროკრედიტის მომსახურების ოფიცერი, რომელიც დეტალურად გაგაცნობთ თქვენი სესხის პირობებს და ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით ყველა იმ დოკუმენტისა თუ პროცედურების შესახებ, რაც სესხის მისაღებად თქვენგან იქნება საჭირო. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველა ეს პროცედურა მარტივი და სწრაფია, თქვენ არ მოგიწევთ დამღლელი ბიუროკრატიული ოპერაციების განსახორციელებლად უამრავი დროისა და ენერგიის დახარჯვა.

ევროკრედიტის სწრაფი ბიზნეს სესხის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 0322904000 ან ეწვიოთ ვებ გვერდს: www.eurocredit.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100