სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩემი ვარაუდით, საქართველოში ინფიცირების შემთხვევათა ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს ათასს" - თენგიზ ცერცვაძე

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 1000-ს არ გა­და­ა­ჭარ­ბებს.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ფიქ­სირ­დე­ბა შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა, მაგ­რამ არც ერთ დღეს არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა 20 ახალ შემ­თხვე­ვა­ზე მეტი. ეს შიდა გა­და­ცე­მის, ანუ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის სტა­დი­ის­თვის, არის ძა­ლი­ან ცოტა. ყვე­ლა სხვა ქვე­ყა­ნა­ში დღე­ში 500 და მეტი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა, ჩვენ­თან კი ორ ათე­ულ შემ­თხვე­ვას არ გა­დას­ცი­ლე­ბია.

ჩემი პროგ­ნო­ზით, ვერ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ამ სი­ტუ­ა­ცი­ას ბო­ლომ­დე - დღეს თუ ორი ათე­უ­ლია, ხვალ შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს სამი ათე­უ­ლი და მეტი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იქ­ნე­ბა ასზე მეტი შემ­თხვე­ვა დღე­ში. ამას ვამ­ბობ დიდი დარ­წმუ­ნე­ბით, ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის დი­ნა­მი­კა მაჩ­ვე­ნებს ამას. მა­გა­ლი­თად, მარ­ნე­ულ­ში და­ფიქ­სირ­და უკონ­ტრო­ლო შიდა გავ­რცე­ლე­ბა, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად ჩქა­რა იქნა აღ­კვე­თი­ლი, რომ მან ვერ მო­ას­წრო ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბა და რე­გი­ო­ნი­დან სულ 2 ან სამი ათე­უ­ლი შემ­თხვე­ვა წა­მო­ვი­და. იგი­ვე სა­მეგ­რე­ლო­ში და სხვა რე­გი­ო­ნებ­ში. ანუ შიდა გავ­რცე­ლე­ბის ლო­კა­ლი­ზე­ბა ხდე­ბა იქამ­დე, სა­ნამ ის მო­ას­წრებს ჭეშ­მა­რი­ტად შიდა გავ­რცე­ლე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩემი ვა­რა­უ­დით შემ­თხვე­ვა­თა ჯა­მუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა არ გა­და­ა­ჭარ­ბებს ათასს ან იქ­ნე­ბა ათა­სის და 2 000-ის ფარ­გლებ­ში, როცა ჩვენ­ზე პა­ტა­რა ქვეყ­ნებ­ში 20 000 შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა. ჩემი პროგ­ნო­ზით, ორ-სამ კვი­რა­ში იქ­ნე­ბა პიკი. ეს პიკი არ იქ­ნე­ბა აფეთ­ქე­ბა - ეს იქ­ნე­ბა მდო­რე პიკი, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი შემ­თხვე­ვით მა­ტე­ბა და არა რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლით. პიკი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა ორი-სამი კვი­რის მან­ძილ­ზე და და­ახ­ლო­ე­ბით თვე­ნა­ხევ­რის შემ­დეგ, ეპი­დე­მია წავა ქვე­მოთ" - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100