სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მისი ნაჩუქარი ფსალმუნი ეკლესიაში წავიღეთ, გავხსენით და გველის ენა იყო.." - ამიკო ჩოხარაძე ყოფილ შეყვარებულზე სენსაციურ ისტორიას იხსენებს

გადაცემაში "ფარული კონვერტი" იუმორისტი ამიკო ჩოხარაძე თავის სასიყვარულო ისტორიას იხსენებს.

ამიკო ამბობს, რომ მას გოგონამ საჩუქარი აჩუქა. მისი თქმით, აღნიშნულმა საჩუქარმა ის დროთა განმავლობაში სრულიად შეცვალა.
"გამიკეთა საჩუქარი ფსალმუნის ვიზუალით და როგორც თილისმა ისე გავიკეთე. დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვამჩნევდი, მაგრამ ოჯახის წევრებს ყველას ჩამოვშორდი და მხოლოდ ამ გოგოსთან ვატარებდი დროს. შემდეგ თავს ცუდად ვგრძნობდი და ექიმთანაც მივედი, საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ, რომ ეკლესიაში წაგვეღო, გავხსენით ეს ნივთი და გველის ენა იყო. ამის მერე ყველაფერი სხვანაირად წავიდა. ამ ადამიანს ახლა კარგი ცხოვრება აქვს, ჰყავს ოჯახი, ნანობს თავის შეცდომას, მეც ვპატიობ და ამ დამწვარ კვამლს გავატან",- ამბობს ამიკო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100