არჩილ თალაკვაძე: „რუსთავი 2-მა და „რადიო თავისუფლებამ“ გააკეთეს დისკრიმინაციული გადაცემა ხელისუფლების წევრების ცოლებზე, არცერთ არასამთავრობოს ამაზე ხმა არ ამოუღია
„რუსთავი 2-მა და „რადიო თავისუფლებამ“ ერთხმად, რაღაც კოალიციურ რეჟიმში გააკეთეს გადაცემა ხელისუფლების წევრების ცოლებზე, სადაც მთელი ტენდენცია არის დისკრიმინაციული და ქალთა უფლებების შემლახავი და ეწინააღმდეგება გენდერული თანასწორობის პრინციპებს.
გადაცემაში გაშუქებული იყო, რომ ცოლებმა თავიანთი სამსახურები, კარიერა და შემოსავალი შექმნეს ქმრების ხარჯზე. ჩამოთვლილ მაგალითებში პრაქტიკულად ყველას 8, 9, 10, 11 წლის წინ აქვთ დაწყებული მუშაობა სხვადასხვა ორგანიზაციაში, საჯარო სექტორში, აქვთ დაწინაურებები და აქვთ თავიანთი კარიერა. ისინი არიან განათლებული და დამოუკიდებელი ქალები, რომლებიც შრომობენ და ამ საზოგადოების წევრები არიან.
ამ ადამიანებზე შეურაცხყოფის და მათი დისკრიმინაციის რეჟიმში გაკეთდა გადაცემა და ვერ ვნახე ვერც ერთი ორგანიზაცია - ქალთა უფლებების დამცველი ან დისკრიმინაციის წინააღმდეგ, ან გენდერზე მომუშავე - რომელმაც ხმა ამოიღო ან გააკრიტიკა ეს გადაცემა. ამიტომ ნუ სწყინს არასამთავრობო სექტორს, როდესაც მათ მიკერძოებაში ადანაშაულებენ“-აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
არცერთმა არასამთავრობო სექტორმა
კომენტარი