უსმინეთ პატარებს - გვერდი "ფეისბუქზე"
როგორც ჩანს, პოლიტიკით გადატვირთული ქართული „ფეისბუქი“ არცთუ ხშირად, მაგრამ მაინც იცლის დამიანური ურთიერთობებისთვის. ცოტა ხნის წინ შექმნილი გვერდი „უსმინეთ პატარებს“ სწორედ ამის დადასტურებაა. გვერდის ადმინისტრაცია ფეისბუქ-მომხმარებლებს მიართავს, დააკვირდნენ პატარებს, რომლებიც მათ გვერდით იზრდებიან, უსმინონ მათ მეტყველებას, სიტყვებს, ფრაზებს და გააზიარონ ამ გვერდზე.
გვერდზე ატვირთულია კონკრეტული, მცირე ასაკის ბავშვებისთვის დამახასიათებელი „მარგალიტები“, რომელთაგან ერთს აქვე გთავაზობთ:
„დღეს ლია გოგოხოიამ ამერიკაში მცხოვრები მეგობრის წერილი გადმომიგზავნა (როგორც ჩანს, წერილის ავტორს ნანა ჰქვია - ლ.ბ.)
”ბავშვები ყველაზე მართალი არსებები არიან! ისინი ყოველთვის ამბობენ მხოლოდ იმას, რასაც გრძნობენ და შესაბამისად, გრძნობებსაც ჩვენზე უკეთ გამოხატავენ.
ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც დღეში მინიმუმ, რამდენჯერმე არ მოენატრება დედა და არ გაახსენდებ
ა, რომ ის ყველაზე ძვირფასი ადამიანია მის ცხოვრებაში...
როგორ უნდა გადმოსცე ეს გრძნობა სიტყვებით?..
აი როგორ გამოხატავს ამას ჩემი შვილი...
ამ დღეებში ვცდილობდი მისთვის ამეხსნა რომელ პლანეტაზე ცხოვრობს... მთელი მონდომება ჩავაქსოვე, რომ ეგრძნო სიყვარული და პასუხისმგებლობა დედამიწისადმი.
საუბრის ბოლოს გადავამოწმე, გამიგო თუ არა და დაამახსოვრდა თუ არა ჩვენი პლანეტის სახელი.
კითხვაზე: რა ჰქვია პლანეტას, სადაც შენ ცხოვრობ? მიპასუხა:
-ნანამიწა! - თან ჩამეხუტა და დიდხანს მკოცნიდა...
იმ დღიდან კოლხელების ოჯახი ვცხოვრობთ ნანამიწაზე!"
კომენტარი