სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მარნეული“ Golden Brand-ის რჩეული ბრენდი გახდა ნომინაციაში - კონსერვირებული პროდუქტები

მარკეტინგულმა კომპანიამ Global Idea და გაზეთმა The FINANCIAL საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ამერიკის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით Golden Brand 2013 – ის ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლა. Golden Brand 2013-ზე გამოავლინეს და დააჯილდოვეს საქართველოს ბაზარზე არსებული ყველაზე წარმატებული კომპანიები.

ოქროს ბრენდი ავლენს და აჯილდოვებს იმ კომპანიებს, რომლებმაც წინა წელს ბრენდინგულ საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს. კვლევა ავლენს ბრენდის პოპულარობას. მისი მთავარი ფოკუსი, კომპანიათა მიერ ბრენდის პოპულარიზაციისთვის მიღებულ კრეატიულ გადაწყვეტილებებზეა მიმართული. წლევანდელ ღონისძიებას 100 -ზე მეტი წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. დაჯილდოვების ცერემონიაზე მოწვეულნი იყვნენ ასევე საპატიო სტუმრები, სამთავრობო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

წელს, რიგით მე-9 ღონისძიებაზე „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ ზედიზედ მეოთხედ ექსპერტების “რჩეული ბრენდი“ გახდა ნომინაციაში - კონსერვირებული პროდუქტები.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ გავხდით Golden Brand-ის ჯილდოს მფლობელები კონსერვირებული პროდუქტების ნომინაციაში. „მარნეული“ სტაბილურად ინარჩუნებს ამ ტიტულს, ეს აღიარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ბრენდის სტაბილურობას, პოპულარობასა და მაღალ ხარისხს. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს ერთგულ მომხმარებელს. ასევე მნიშვნელოვანია ექსპერტთა შეფასება და მათი აღირება, რომ ჩვენ საუკეთესოები ვართ კონსერვირებული პროდუქტების სფეროში,“ - აღნიშნა „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ დირექტორმა ირინა გაფრინდაშვილმა.

საუკეთესო ბრენდების ყოველწლიური, რიგით მეცხრე დაჯილდოვების ცერემონიალი 29 აპრილს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა. უკვე მეცხრე წელია პროექტი Global Idea, გაზეთი The FINANCIAL, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ამერიკის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი სავაჭრო ნიშნის ცნობადობის ამაღლებასა და მის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, რომ წელს ბრენდების საქმიანობასა და მიღწეულ წარმატებებს ბაზარზე 200-მდე ექსპერტი აფასებდა.

„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ „მარგებელი ჰოლდინგის“ ნაწილია, რომელიც 2007 წელს დაარსდა და საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. ქარხანა, რომელიც ევროპული სტანდარტების მქონე დანადგარებითაა აღჭურვილი, 50-მდე დასახელების ქართული ნედლეულისგან დამზადებულ, ნატურალურ და გემრიელ საკონსერვო პროდუქტს უშვებს. ქარხანას ნედლეულით ჰოლდინგში შემავალი კომპანია „მარნეული აგრო“ და ადგილობრივი მცირე სასოფლო მეურნეობები ამარაგებენ. საწარმოს ტექნიკური შესაძლებლობა, ადგილობრივი ნედლეულის მაღალ ხარისხთან ერთად, ქართულ ბაზარზე უალტერნატივო პროდუქტს სთავაზობს. ქილაში ჩადებული თითოეული პროდუქტი ქართულ მიწაზეა მოყვანილი და 100 პროცენტით ქართულია. შესაბამისად, M ნიშანი საქართველოში ხარისხისა და ჯანსაღი საკვების სინონიმად იქცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100