აშშ-ში, ქალაქ მოსკოვში, მოძრავ მანქანაში სექსი ავარიის მიზეზი გახდა (ვიდეო)
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აიდაჰოს შტატში, ქალაქ მოსკოვში ავტომობილის უკანა სავარძელზე სექსი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა.
შაბათ-კვირას აიდაჰოს შტატის 22 წლის მცხოვრები, ჯოშუა ფრენკი საკუთარი ავტომობილით, Chevrolet Blazer-ით ქალაქ მოსკოვის ტერიტორიაზე მოძრაობდა. მასთან ერთად ავტომობილში მისი მეგობარი და ამ მეგობრის პარტნიორი გოგონა იმყოფებოდნენ. მოძრაობის დაწყებამდე, ისინი ავტომობილის უკანა სავარძლებზე „მოეწყვნენ“, გარკვეული დროის შემდეგ კი სექსით დაკავდნენ.
წყვილი იმდენად გაერთო, რომ ავტომობლს მოძრაობაში ხელი შეუშალა. შედეგად კი ჯოშუა ფრენკმა კონტროლი დაკარგა და ბოძს შეეჯახა. შეყვარებულმა წყვილმა კი აღნიშნული შემთხვევის შედეგად სერიოზული დაზიანებები მიიღო.
შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა კი ავტომობილის მძღოლი 200 ამერიკული დოლარით დააჯარიმეს.
სხვათა შორის, მსგავსი შემთხვევები, როცა მოძრავ მანქანაში სექსი ავტოავარიის მიზეზი ხდება და ზოგჯერ, მსხვერპლითაც სრულდებ, არც პოსტსაბჭოთა ქვეყნებშია იშვიათი.
როცა დახურული მანქანა, რომელსაც შუქნიშნებთან გაჩერება უწევს, საეჭვოდ ირწევა, მისი გაჩერებისა და შემოწმების უფლება პოლიციას არ აქვს, ვინაიდან, ჯერ ერთი, არაფერი ჩანს და საზოგადოების თვალწინ სექსუალურ აქტში ვერავის დაადანაშაულებს (როგორც ამ მასალას თანდართულ ვიდეოშია) და მეორეც, მოძრავ მანქანაში სექსის ამკრძალავი მუხლი, ფაქტობრივად, არცერთი ქვეყნის კანონში არ არის და მხოლოდ იმ შემთხვევაში იკრძალება, თუ ის უშუალოდ მძღოლს ეხება...
კომენტარი