რუსები „ევროვიზია-2012“-ზე ბურანოველ ბებიებს აგზავნიან (ვიდეო)
„ევროვიზია-2012“-ის ფინალურ კონკურსზე, რომელიც 22-26 მაისს ბაქოში ტარდება, რუსეთი ხანდაზმული ქალებისგან შემდგარ ფოლკლორულ ჯგუფს აგზავნის, რომელიც უდმურტეტში, სოფელ ბურანოვოში მცხოვრები ქალებითაა დაკომპლექტებული და ასეც ჰქვია: „ბურანოველი ბებიები“.
„ბურანოველმა ბებიებმა“ მოსკოვში ჩატარებულ შესარჩევ კონკურსში 24 მოწინააღმდეგეს შორის გაიმარჯვეს. კონკურსის შედეგები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაჯამა და ასევე, გაითვალისწინეს ტელემაყურებელთა ხმები. მოკლედ, უკვე გადაწყვეტილია, რომ ბურანოველი ბებიები კონკურსზე ბაქოში გაემგზავრებიან.
„ბურანოველი ბებიები“ პოპულარულ სიმღერებს 2008 წლიდან ასრულებენ, ხოლო შარშანწინ პირველად მონაწილეობდნენ ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში, თუმცა, მაშინ ვერ გაიმარჯვეს.
„ბურანოველმა ბებიებმა“ შიდა კონკურსზე Party For Everybody წარმოადგინეს, რომელსაც „დრონი.ჯი“ ამ მასალას თან ურთავს.
კომენტარი