რომელ პოლიტიკურ გუნდს აქვს ყველაზე არარეალური წინასაარჩევნო დაპირებები?
„დრონი.ჯი”-ს სოციოლოგიური კვლევის ცენტრი აგრძელებს სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებას. ამჯერად ყურადღება შევაჩერეთ ყველაზე არარეალურ დაპირებებზე. ჩვენს მიერ გამოკითხულ 329 რესპონდენტს ჩამოთვლილთაგან უნდა აერჩია ის წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც მისი აზრით, ყველაზე არარეალურია.
ჩამოთვლილთაგან, რომელ პოლიტიკურ გუნდს აქვს ყველაზე არარეალური წინასაარჩევნო დაპირებები?
1.
ეროვნულ საბჭოს – „ჩვენ გავიმარჯვებთ” – 77 ხმა
2. ალიანსს – ჩვენ შევცვლით – 60 ხმა
3. ქრისტიან დემოკრატებს - „დენი 5 თეთრი, გაზი 10 თეთრი, წყალი – უფასო” – 57 ხმა
4. სახალხო დემოკრატებს - „თბილისი ჩემი სახლია” – 43 ხმა
5. მრეწველებს (გოგი თოფაძეს) - `მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს” – 35 ხმა
6. საქართველოს დემოკრატიულ პარტიას (გია თორთლაძე) – 19 ხმა
7. ხელისუფლებას - „გასაკეთებელი კიდევ ბევრია” – 16 ხმა
8. თავს შევიკავებ - 13
9. არ ვიცი – 9
გამოკითხულთა რაოდენობა – 329
ექსპერტთა შეფასებით, იმის გამო, რომ ხელისუფლების სლოგანი - „გასაკეთებელი კიდევ ბევრია” მხოლოდ ფაქტის კონსტატაციას გულისხმობს და არა დაპირებებს, საკმაოდ დამაჯერებელია ამომრჩევლისთვის, რადგან არავინ უარყოფს იმას, რომ ამ ქვეყანაში გასაკეთებელი ბევრი არაა. თუმცა, ხელისუფლების სლოგანი თავის თავში გულისხმობს იმასაც, რომ მან საკმაოდ ბევრი საქმე გააკეთა. ექსპერტთა აზრით, ამ მხრივ, ხელისუფლებას სატრაბახოც აქვს – გზები, რესტავრირებული ქალაქები, განათებული თბილისი, სოციალური პროგრამები, გალამაზებული ბათუმი, სიღნაღი, ქუთაისი...
ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამომრჩეველთა უმრავლესობისათვის არადამაჯერებელია ეროვნული საბჭოს გამარჯვება. ექსპერტები თვლიან, რომ მიუხედავად ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომებისა, ამომრჩეველთა დიდ ნაწილს შეიძლება სულაც არ უნდოდეს ეროვნული საბჭოს, ყველაზე პრორუსული პოლიტიკური ჯგუფის გამარჯვება არჩევნებში.
თუმცა, არანაკლებ არარეალისტურად მიიჩნევა ქრისტიან დემოკრატების – გიორგი თარგამაძისა და გია ჭანტურიას დაპირებებიც. ექსპერტები აცხადებენ, რომ ინტელექტუალური ამომრჩევლისთვის მათი დაპირებები ზღაპრები უფროა, ვიდრე რეალობა. თუმცა, ვარაუდობენ იმასაც, რომ ქრისტიან-დემოკრატების პოლიტიკურ დემაგოგიას შესაძლოა საკმაო შედეგებიც მოჰყვეს, ამომრჩეველთა ხმების თვალსაზრისით.
რაც შეეხება „ალიანსს”, ექსპერტთა მტკიცებით, გამოკითხვის შედეგები ამ მხრივ ლოგიკურიცაა, რადგან ალიანსი საზოგადოებაში არ აღიქმება როგორც ამ ხელისუფლების საპირწონე, მისი ალტერნატივა. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილის თვალში დისკრედიტირებულია რესპუბლიკური პარტია, რომელიც „ალიანსის” ლიდერის მთავარი საყრდენი ძალააა.
გოგი თოფაძის სლოგანი - „მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს”, ექსპერტთა აზრით, რამდენადაც კონკრეტულია, იმდენადვე ზოგადიცაა, რადგან თოფაძე ვერ ხსნის როგორ საქმეს ჰპირდება ამომრჩეველს. მას არ დაუდვია კონკრუტული საარჩევნო პროგრამა. ამიტომ, ამომრჩევლის რაღაც ნაწილი თვლის, რომ საქმეს, რომელსაც თოფაძე გვპირდება, შესაძლოა სულაც არ იყოს ის `საქმე”, რომელიც ამომრჩეველს ასწობს. სხვა პოლიტიკურ ჯგუფებზე კი, მათი პასიურობის ფონზე, ექსპერტებს შედარებიტ მწირი ინფორმაცია აქვთ.

კომენტარი