მალხაზ მაჩალიკაშვილი: კარავი კი არა ფეხქვეშ მიწა რომ წაიღონ აქციები მაინც გაგრძელდება, ზაზა თუ არ მოვა მე ვიქნები აქ
რუსთაველის გამზირზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების ფაქტს , პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა გამოეხმაურა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მშვიდობიანი აქცია დაშალოს და მათ სიტყვის თქმით უფლება არ მიეცეთ:
„ყველაფერი
კეთდება იმისათვის, რომ ძალოვნებმა სოლიდარობის მშვიდობიანი აქცია დაშალონ და მე და ჩემნაირი გამწარებული ხალხი გააჩერონ და სიტყვის თქმის უფლება არ მისცენ, თვითონ კი ითარეშონ და არაადამიანური საქციელი გააგრძელონ. კარავი კი არა ფეხქვეშ მიწა რომ წაიღონ აქციები მაინც გაგრძელდება, ზაზა თუ არ მოვა მე ვიქნები აქ.“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
კომენტარი