სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მარი ბურდულის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისი და ტკივილია, რომელიც არასდროს გაივლის" - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამძიმრის წერილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი გარდაიცვალა - უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

"მარი ბურდულის გარდაცვალება უდიდესია დანაკლისია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის. ჩვენს გუნდს გამოაკლდა საუკეთესო პროფესიონალი და სანდო პარტნიორი; მეგობარი და განსაკუთრებულად თბილი, გულისხმიერი ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად იყო ნებისმიერი ადამიანის დასახმარებლად.

მარი იყო ძალიან ძლიერი პიროვნება, რომელმაც, მიუხედავად მძიმე დიაგნოზისა, წარმოუდგენლად ბევრი იბრძოლა.

გიზიარებთ მის ჩანაწერს, რომელიც ბევრი ადამიანისთვის იმედისა და ძალის მომცემი იქნება: https://goo.gl/ExAZfZ

მარი ბურდული წლების მანძილზე და, მიუხედავად მისი მდგომარეობისა, ბოლომდე ხელმძღვანელობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს და განსაკუთრებულად დიდი წვლილი მიუძღვის უნივერსიტეტის განვითარებაში.

მარის გარდაცვალება ჩვენთვის არის ტკივილი, რომელიც არასდროს გაივლის".

მარი ბურდული 29 მაისს 35 წლის გახდებოდა. მას მეუღლე და 3 ტყუპი დარჩა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100