სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ველოდებოდი პირველად როდის მოხდებოდა ესეთი ამბავი და მოხდა კიდეც"

სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი, რომელიც ქველმოქმედებითაა დაკავებული და გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარება, სტატუსს აქვეყნებს:
"ველოდებოდი პირველად როდის მოხდებოდა ესეთი ამბავი და მოხდა კიდეც. საერთოდ ვცდილობ ხოლმე რომ მოგარიდოთ ისეთი ამბები რომელიც პირადად მე მაზარალებს ხოლმე ამ ჩემს საქმეში, მაგალითად ნებისმიერ დაწესებულებაში მგლებივით რომ მხვდებიან, მლანძღავენ, ხელითაც გამოუწევიათ, გზიდანაც გადავვარდნილვარ, ავადაც გავმხდარვარ და სასწრაფოსაც მოვუსულიერებივარ 180 წნევით ბევრჯერ, მაგრამ აქ საქმე თქვენს გამომუშავებულ ფულს ეხება და მაგიტომ გიყვებით:
ამას წინათ ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის - გიორგი ჭყონიას სრული რეაბილიტაციის ფული შევაგროვეთ და გადავიხადეთ, რის შემდეგაც ბავშვს სმენა და მეტყველება აღუდგებოდა. ქალმა რომელმაც გიორგის დედად გამაცნო თავი თურმე მეურვეა, ერთი თვე მაცადა რომ დამვიწყნოდა ეს ამბავი და ჩუმად გაიტანა კლინიკის ანგარიშიდან ჩემი ჩარიცხული 1300 ლარი, რისი უფლებაც, როგორც ბავშვის დედას, ჰქონდა. მე რა საქმესაც ვაკეთებ, მერე ორასჯერ და მთელი ცხოვრება ვამოწმებ, რომ არაფერი დაშავდეს, ამიტომ შევამოწმე ბავშვის ამბავი და ესეთი რამე დამხვდა. ჩავატარე რაღაცნაირი გამოძიებასავით, ცოტა სპექტაკლიც დავდგით და ამ ქალს გუშინწინ პირდაპირ ყურში ვტაცე ხელი.უნდა გენახათ რა ტურასავით დამხვდა, აღარც საცოდავი სახით და არაფერი. ვუთხარი რომ ან თანხას დააბრუნებდა ან ციხეში ჩავსვამდი. გუშინ დააბრუნა ეს ფული უკან და მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ვეღარ დადგება. გოგოს რომელსაც დავარეკინე სამი დღის წინ ტირილით უთხრა რომ რამდენიმე დღეა მშივრები არიან და მისი ჯანმრთელობისთვისაც სჭირდება ფული ))))
სიმართლე არის ის რომ ეს მართლა ნაბიჭვარი ქალი ამ ბავშვით ფულს აკეთებს და ჩემთან არ გაუვიდა პროსტა.
ბავშვს მივხედავთ მე და სოციალური სამსახური, ფული იქნება ანგარიშზე და საჭიროების მიხედვით გამოვიყენებთ, ამ ძაღლის ლეკვს კიდევ თავში ქვა უხლია და ჯანდაბას იქით წათრეულა.
ყოველთვის იცოდეთ რომ ერთი ლარი არ დაიხარჯება უმიზნოდ და ვერც ვერავინ შეძლებს ჩვენით ისარგებლოს !!! ძალიან დიდი მადლობა "ნეიროგანვითარების ცენტრი"-ს თანამშრომლებს ადამიანობისათვის და ჟურნალისტ Nino Labartyavaს რომელმაც ლამის სიცოცხლით გარისკა ჩემს ამ გამოძიებაში მონაწილეობა.
სამართალმა პური ჭამა, ბავშვს ამ ურჩხულის ნაცვლად სახელმწიფო მიხედავს, ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ ადამიანების დახმარებას, ოღონდ ადამიანების", - წერს სინჯიკაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100