კახეთში ალოობა იწყება
დღეს, 25 ივნისს, კახეთში ალოობა დაიწყება. პირველი ყანა სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოიმკება. თამაზ ბაკაშვილის კუთვნილ ნაკვეთში პირველი მოსავლის აღებას კახეთის გუბერნატორი, გიორგი ღვინიაშვილი პირადად დაესწრება.
წელს კახეთში ფერმერები და გლეხები ერთ ჰექტარზე სამი-ოთხი ტონა ხორბლის მოსავალს ვარაუდობენ, რაც შარშანდელთან შედარებით, ბევრად მეტია. სპეციალისტების განცხადებით, კახეთში ხორბლის გარდა, ქერის უხვი მოსავალიც მოვიდა.
2011 წლისათვის კახეთში 37.101 ჰექტარი ხორბალი და 3.553 ჰექტარი ქერი დაითესა.
გაეროს განვითარების პროგრამის მონაცემებით, კახეთის წილი ქვეყნის ხორბლის წარმოებაში დაახლოებით ნახევარია.
კომენტარი