სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10-კაციანმა საქართველომ ნახევარფინალი მსაჯთან წააგო

რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ბოლომდე იომა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ჰოლანდიის ნაკრებთან და ბოლო წუთზე გაშვებული ორი გოლით დასანანი მარცხი განიცადა 0:2.

ლუბლიანას “სტოჟიცეზე” რუმინელმა არბიტრმა მარიუშ ავრამიმ ქართველები უკვე მე-16 წუთზევე დატოვა 10 კაცით, როდესაც ერთ შეტევაში ზედიზედ ორი ყვითელი ბარათი უჩვენა ჩვენი გუნდის კაპიტანს ჭანტურიას და მოედნიდან გააძევა.

ამის შემდეგ ვასილ მაისურაძის ბიჭები ბოლომდე კარგად იცავდნენ თავს და ძალიან ახლოს იყვნენ მატჩის 11-მეტრიანების სერიამდე მიყვანასთან, მაგრამ ბოლო წუთზე დაშვებული შეცდომის შედეგად ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე ბურთიც მიიღეს და წააგეს.

მთლიანობაში ჩვენი გუნდის გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე მეტად წარმატებულად უნდა შეფასდეს - 17-წლამდე ნაკრებმა კონტინენტის 4 საუკეთესო ნაკრებს შორის მოახერხა მოხვედრა, რაც დიდი მიღწევაა ქართული ფეხბურთისათვის.

ევროპის ჩემპიონატი 17-წლამდე ნაკრებებს შორის. ½ ფინალი, ლიუბლიანასტოჟიცე

ჰოლანდია - საქართველო 2:0

საქართველო: ადამია, კაკაბაძე, ჭანტურია, გაბაძე, გოროზია, სამხარაძე, პაპუნაშვილი, აბურჯანია (ჭეჭელაშვილი, 71), წილოსანი, მზევაშვილი (ჯიქია, 60), დარციმელია.

გოლები: 1:0 ჰენდრიქსი (79), 2:0 ჰაიე (80+2).

გაფრთხილება: ჭანტურია (15, 16), აბურჯანია (19), ვუსტი (20), კაკაბაძე (70).

გაძევება: ჭანტურია (16).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100