სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი კაპანაძე: ნიკა გვარამიას და მის გუნდს გამოუვათ... ყველას ერთად გამოგვივა - საქართველოსთვის

ინტერნეტ მედია ჯგუფის დამქუძნებელი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მეგობრებო, ძალიან ძნელია ამ შიმშილით და სიღარიბით სავსე ქვეყანაში ვინმე შეაწუხო...
ივანიშვილის რეჟიმი დაუნდობლად აღარიბებს ყველას, საკუთარი კლანის გამდიდრების ხარჯზე.
თუმცა, არის თემები, როცა გვმართებს აქტიურობა ისე, როგორც შეგვიძლია - ჩვენი მშვენიერი ქვეყნის მომავლისათვის.
ამიტომ გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა...
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შეხიდება და გვერდით დგომა - თავისუფლების მორიგი ბლოკ-პოსტის ასაშენებლად.
ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით კეთდება ახალი ტელევიზია - ივანიშვილის რეჟიმის შემაკავებელი ფაქტორი. გამარჯვების ფორმულა.
გამარჯვების, რომელიც უკვე ახლოსაა და ის თითოეული ჩვენგანის მოქმედებაზეა დამოკიდებული.
Nika-ს და მის გუნდს გამოუვა.
ყველას ერთად გამოგვივა - საქართველოსთვის." - წერს კაპანაძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100