სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მთაწმინდის პარკში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

მთაწმინდის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა გუშინ, ეშმაკის ბორბლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისას მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გიგანტური ბორბლის სარეკონსტრუქციო სამუშაობს კერძო კომპანია „კანო“ ასრულებს. როგორც „რუსთავი 2“-თან სუბრისას მთაწმინდის პარკის გენერალური დირექტორი გელა დიღმელაშვილი აცხადებს, უსაფრთხოების ზომების დაცვასთან დაკავშირებით ის ვერ ისაუბრებს, ვინაიდან არ იცის, თუ რა ხდებოდა იმ კონკრეტულ მომენტში.

„გუშინ უბედური შემთხვევის გამო დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა კიდევ ერთი. ამჟამად მიმდინარეობს ძიება, რომელიც დაადგენს ამ უბედური შემთხვევის მიზეზებს“, - განაცხადა გელა დიღმელაშვილმა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100