სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სილამაზის მსხვერპლი - ბრიტანელ ქალს მკერდი აუფეთქდა

დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ელისონ ჩეპმენმა მკერდის ოპერაცია ტუნისის ერთ-ერთ იაფფასიან კლინიკაში გაიკეთა. ძალიან მალე 45 წლის ქალს გაკეთებული დანაზოგი სანანებელი გაუხდა - ახალი მკერდი შხაპის მიღებისას აუფეთქდა.

როგროც novostiua.net წერს, ოპერაციის დასრულების შემდეგ, ჩეპმენი მკერდის არეში საშინელ ტკივილებს გრძნობდა. თუმცა, ტუნისელმა ექიმებმა დაამშვიდეს - ტკივილი ოპერაციის შემდეგ ნორმალური მდგომარეობააო. ქალმა არ იცოდა, რომ დისკომფორტს არასწორად მოთავსებული იმპლატანტები უქმინიდა, ამიტომ კლინიკა მშვიდად დატოვა.

ელისონმა იფიქრა, თბილი შხაპი ტკივილს გაუყუჩებდა, თუმცა, წყლის ქვეშ ჭრილობები გაეხსნა. შეშინებულმა ჩეპმენმა საასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა. ახლა სილამაზის მსხვერპლს ახალი იმპლატანტები და ნაწიბურების პლასტიკური ოპერაცია ესაჭიროება.
ჩეპმენის ადვოკატები ექიმებისაგან ფულად კომპენსაციას მოითხოვენ. დაზარალებული მსურველებს ოპერაციების გაკეთებას საეჭვო კლინიკებში დაბალ ფასად არ ურჩევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100