სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს და ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, რადიკალურ ოპოზიციას არაფერი არ ეშველება - კალაძე

სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს საქართველოში და პირდაპირ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, რადიკალურ ოპოზიციას არაფერი არ ეშველება - ამის შესახებ "ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძე განაცხადა.

კალაძე ირწმუნება, რომ შტატები თავისი ქმედებებით და განცხადებებით, სწორედ ოპოზიციას ეხმარება.

ჯერ იყო გამოგზავნილი მოწვევა, შემდეგ იყო გადაწყვეტილება, რომ როგორმე რადიკალური ოპოზიცია, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არის, სულს ღაფავს, რომ როგორმე, ამ ქმედებებით, ამ განცხადებებით, დაეხმარონ და წაეშველონ. თუმცა, ერთ რამეს გეტყვით, სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს საქართველოში და პირდაპირ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი არ ეშველება"- ამბობს კალაძე.

"პირველების" კითხვაზე, რამ გამოიწვია, შარშანდელის შემდეგ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობის შეცვლა - კალაძე ხელს სტრატეგიული პარტნიორისკენ იშვერს და ამტკიცებს, რომ შტატების მხრიდან შანტაჟს ჰქონდა და აქვს ადგილი.

მეტიც, კალაძე შტატებს მტკიცებულებების გამოქვეყნებით ემუქრება და ამბობს, რომ დეტალებზე, თუ რა მოთხოვნები ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებასთან ამერიკას, ამაზე ჯერჯერობით არ ისაუბრებს.

შეიცვალა ის, რომ მოწოდებები გაგრძელდა, მოთხოვნები, შანტაჟები გაგრძელდა, ჩვენ მარტივად, ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, მარტივად ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს. სხვა ქვეყნის ლიდერებს, რომლებსაც წითელ ხალიჩაზე ხვდებიან, ხელს ართმევენ, მე მტერს არ ვუსურვებ ისეთ შეხვედრებს, ისეთ წითელ ხალიჩებზე სიარულს, ისეთ ხელის ჩამორთმევებს, უკრაინაზე მაქვს მხედველობაში. ამერიკის მოთხოვნები რა იყო, ამაზე მე თავს შევიკავებ, ჯერ არ ვისაუბრებ, რაზე იყო საუბრები, თუმცა თუ ამის საჭროება იქნება, ამაზეც ვისაუბრებთ და ამის მტკიცებულებებიც არსებობს", -ამბობს კალაძე.

აშშ-შ ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმეს. ინფორმაცია თავდაპირველად „ამერიკის ხმამ” გაავრცელა, მოგვიანებით კი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100