სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მხოლოდ სახელმწიფოა ვალდებული, დაგვეხმაროს" - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები შეგროვებულ თანხას გაჭირვებულ ოჯახს გადასცემენ

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მოქალაქეებისა და აქტივისტების მიერ შეგროვებულ თანხაზე უარს ამბობენ და მას მრავალშვილიანი დედის ოჯახს გადასცემენ, რომლის შვილიც ასევე აქონდროპლაზიით არის დაავადებული.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ სახელმწიფომ უნდა აიღოს, რადგან ეს მედიკამენტი არ არის ერთჯერადი და იგი პაციენტმა რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა მოიხმაროს.

"ჩვენ გვჭირდება მხოლოდ სახელმწიფოსგან დაფინანსება ამ მედიკამენტის, ეს მედიკამენტი არ არის ერთჯერადი. ის ბავშვებმა უნდა გაიკეთონ უამრავი წლის განმავლობაში, ამიტომ სახელმწიფოა ვალდებული. ჩვენ ისედაც საკმარისად ვუხდით მათ ჩვენი გადასახადებით, ამიტომ ნება იბოძონ და დაგვიფინანსონ მედიკამენტი. ჩვენ გადავწყვიტეთ, ყველამ, მშობლებმა ერთად, რომ ჩვენ გვყავს ამ ორგანიზაციაში ძალიან გაჭირვებული, უკიდურესად გაჭირვებული, მრავალშვილიანი დედა, უამრავი გართულებით... მარტოხელა დედაა, არ აქვს სახლი, ამიტომ ვუყიდით ყველაფერს, გავახარებთ," - თქვა ერთ-ერთმა მშობელმა ვიდეო-მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ აქტივისტმა დომენიკ მანგომ აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების დახმარების მიზნით ფულის შეგროვება დღეს დილით დაიწყო. რამდენიმე საათში აქტივისტმა და მოქალაქეებმა 40,000 ლარზე მეტის შეგროვება შეძლეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100