სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

10 აგვისტოს, სამსუნგ ელექტრონიკსმა ახალი თაობის, დასაკეც ეკრანიანი სმარტფონები წარადგინა - Galaxy Z Flip4 და Galaxy Z Fold4. გამორჩეული ფორმა, მომხმარებელზე მორგებული გამოცდილება და განახლებული წარმადობა, Galaxy Z სერიის მეოთხე თაობის სმარტფონებს უნიკალურ მოწყობილობებად აქცევს.

„Samsung Galaxy-ის დასაკეცი მოწყობილობები აგებულია ღიაობის ფილოსოფიაზე, რაც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად პერსონალიზებული გადაწყვეტილებები მივიღოთ. მსოფლიო დონის პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნილი ეს დასაკეც ეკრანიანი მოწყობილობები, ისეთ შეუდარებელ მობილურ გამოცდილებას გვთავაზობს, როგორიც დააკმაყოფილებს ჩვენი ყველაზე დინამიკური მომხმარებლების საჭიროებებს.“ - განაცხადა Samsung Electronics-ის მობილური გამოცდილების ბიზნესის ხელმძღვანელმა, TM Roh-მ.

გლობალური პრეზენტაციის დროს, კომპანიამ წარადგინა რამდენიმე მოწყობილობა:

Samsung Galaxy Z Flip4 - დასაკეც ეკრანიანი სმარტფონების ინდუსტრიის ყველაზე ელეგანტური და თვალწარმტაცი წარმომადგენელია, რომელშიც წინამორბედ მოდელებთან შედარებით გაუმჯობესებულია როგორც ვიზუალური მხარე, ასევე ტექნიკური შესაძლებლობები. Z Flip4 წარმოადგენს დღეისათვის ყველაზე უჩვეულო და არასტანდარტული ფორმის სმარტფონს და შექმნილია იმისათვის, რომ იქცეს თავისი მფლობელის სტილის დომინანტურ აქსესუარად. Galaxy Z Flip4-ის იდეა მარტივი და გენიალურია. დაკეცილ მდგომარეობაში ის წარმოადგენს მომცრო ზომის დახვეწილ და ელეგანტურ ნივთს, პატარა, საკმაოდ ფუნქციური ეკრანით, ხოლო გაშლილ მდგომარეობაში ის იქცევა ძალიან თხელ, ფლაგმანურ Galaxy სმარტფონად. უნიკალური დასაკეცი მექანიზმის წყალობით, Galaxy Z Flip4 გვთავაზობს კამერის სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას. ე.წ. Flex რეჟიმში შესაძლებელია მივიღოთ კამერის სასურველი რაკურსი და გადავიღოთ ფოტო და ვიდეო დისტანციურად, ხელის ან დამატებითი შტატივის გამოყენების გარეშე. აღსანიშნავია Samsung-ისა და Meta-ს პარტნიორობა, რის შედეგადაც ახალი Z Flip4-ის კამერის პროგრამული უზრუნველყოფა ოპტიმიზირებულია პოპულარული სოციალური ქსელებისათვის (Facebook, Instagram, WhatsApp).

Z Flip4-ში ელემენტის მოცულობა 3,700 mAh-მდე გაიზარდა, რომლის 50%-მდე დასამუხტად, სუპერ სწრაფი დამუხტვის მეშვეობით, მხოლოდ 30 წუთია საკმარისი.

Galaxy Z Flip4 ხელმისაწვდომი იქნება 4 ფერში: შავი, ლურჯი, ვარდისფერი და იასამნისფერი.

Samsung Galaxy Z Fold4 - ეს არის Samsung-ის მიერ შექმნილი ყველაზე მძლავრი, მულტიფუნქციური და ინოვაციური სმარტფონი. სტანდარტულ მობილურ მოწყობილობებთან შედარებით, ის ბევრად მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს, რაც პირველ რიგში მისი ფორმიდან და კონცეფციიდან გამომდინარეობს. სტანდარტული ზომის სმარტფონიდან ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ 7.6 ინჩიანი ტაბი, რომელშიც ნებისმიერი ტიპის დავალების შესრულება უფრო სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად არის შესაძლებელი.

Z Fold4-ში რამდენიმე აპლიკაციაში პარალელურად მუშაობა და რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულება ახლა ბევრად უფრო მარტივია. ამაზე პასუხისმგებელია სამსუნგის უახლესი ინტერფეისი One UI 4.1, რომელიც მაქსიმალურად არის მიახლოებული პერსონალური კომპიუტერის შესაძლებლობებთან. სამსუნგის Google-თან და Microsoft-თან თანამშრომლობამ შესაძლებელი გახადა აპლიკაციებს შორის მარტივი ინტერაქცია და სმარტფონში მუშაობის გამოცდილების გაუმჯობესება.

როგორც ყველაზე მძლავრ და ინოვაციურ პროდუქტს შეეფერება, Galaxy Z Fold4-ში გამოყენებულია ამ დროისათვის მობილურ მოწყობილობების სამყაროში საუკეთესო 4nm-იანი Qualcomm-ის Snapdragon® 8 Gen 1 პროცესორი. წინამორბედ მოდელთან შედარებით, Fold4-ში გამოიყენება გაუმჯობესებული 50 MP-იანი მთავარი კამერა გაზრდილი სენსორით და ახალი თაობის ოპტიკური სტაბილიზატორით.

Galaxy Z Fold4 ხელმისაწვდომი იქნება 3 ფერში: შავი, მწვანე და კრემისფერი.

გარდა ფლაგმანური დასაკეც ეკრანიანი სმარტფონებისა, გლობალურ Unpacked პრეზენტაციაზე Samsung-მა ახალი სმარტ მოწყობილობებიც შემოგვთავაზა.

Galaxy Buds2 Pro - გვთავაზობს უმაღლესი დონის აუდიო გამოცდილებას 24 ბიტიანი Hi-Fi სტანდარტის მხარდაჭერით. Buds Pro-ების სერიაში ყველაზე მსუბუქი და კომპაქტური დიზაინით გამორჩეული Galaxy Buds2 Pro გახდება თქვენი საუკეთესო კომპანიონი ფიტნეს აქტივობებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

Galaxy Buds2 Pro ხელმისაწვდომი იქნება სამ ფერში: შავი, თეთრი და იასამნისფერი.

Galaxy Watch5 - საათების ახალ სერიაში, Samsung-მა კიდევ უფრო მეტი აქცენტი გააკეთა ჯანმრთელობის მონიტორინგსა და ფიტნეს სმარტ ფუნქციებზე. ინოვაციური ალგორითმითა და უამრავი სენსორის წყალობით, Watch5 დააკვირდება თქვენი ძილის პროცესს და შემოგთავაზებთ რეკომენდაციებს მისი ხარისხის გაუმჯობესებისათვის. უახლესი სმარტ საათი გახდა უფრო მინიმალისტური და დახვეწილი.

Watch5 სერია ხელმისაწვდომი იქნება სამ ზომაში (40mm, 44mm და 45mm) და ოთხ ფერში: შავი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ცისფერი.

ახალი მოდელების წინასწარი შეკვეთების შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი უახლოეს მომავალში გაიგებს Samsung Georgia-ს სოციალური ქსელებისა და კომპანიის ოფიციალური პარტნიორების ვებგვერდებიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100