სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

დღეს საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას კიდევ ერთ საქმეზე უნდა ემსჯელათ, თუმცა პროცესი გადაიდო.

ამ შემთხვევაში საქმე ეხება 20 ივნისს და ბრალს, რომლის მიხედვითაც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი იმ ჯგუფურ მოქმედებებს ხელმძღვანელობდა ან მონაწილეობდა, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული.

პროცესის გადადების მიზეზი, პროკურორის მიერ, სასამართლოში წარდგენილი "ახალი დოკუმენტის გასაცნობად გონივრული ვადის" მოთხოვნა გახდა.

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას სასამართლო პროცესის შემდეგი სხდომა 24 დეკემბერს ჩაინიშნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100