„მე ძალიან უშნო, სახეზე შეზრდილი სიმსივნით დავიბადე და ხალხს ჩემი დანახვის ეშინოდა, ახლა კი ყველაზე ბედნიერი პატარძალი ვარ“ - ამბავი გოგონაზე, რომელიც გულს აგიჩუყებთ
ბრიტანელი კოდი ჰოლი სახეზე შეზრდილი უდიდესი სიმსივნით დაიბადა. კეთილთვისებიანმა ჰემანგიომამ სახის მარცხენა მხარის მთლიანი დეფორმაცია გამოიწვია. ექიმებმა მშობლებს უთხრეს, რომ ვერაფრის გაკეთებას შეძლებდნენ, სანამ გოგონა ექვსი წლის არ გახდებოდა, თუმცა კოდის დედა ვერ ეგუებოდა ბავშვის ასეთ მდგომარეობას და მისი გამოსწორება რაც შეიძლება მალე უნდოდა. ქალმა ჟურნალისტებს მიმართა თხოვნით, პრესის საშუალებით უამრავმა ადამიანმა გაიგო კოდის მდგომარეობის შესახებ და შემოწირულობის სახით 200 ათასი ფუნტი სტერლინგი შეგროვდა, რომელიც ამერიკაში ახალი ტექნოლოგიით მის მკურნალობას მოხმარდა. პირველი ოპერაცია ერთი წლის ასაკში გაუკეთდა, ოთხ წლამდე კი 18 ქირურგიული პროცედურა ჩაუტარდა, რომელშიც ცხვირის კორექცია, კანის გადანერგვა და სახის გადაჭიმვა შედიოდა.
„როდესაც სკოლაში დავიწყე სიარული, მეგობრები უამრავ შეკითხვას მისვამდნენ, ქუჩაში კი ხალხს ჩემი დანახვა აშინებდა, ყველა გაკვირვებული მაჩერდებოდა - ასეთი უარყოფითი რეაქციები ძალიან მაღიზიანებდა“.
სრულ რეაბილიტაციას უამრავი წელის დასჭირდა, საბოლოოდ კი კოდის სახე მთლიანად გამოსწორდა. 17 წლის ასაკში თავის მომავალ მეუღლეს ლუისს შეხვდა და წყვილს ერთმანეთი ძალიან შეუყვარდა. 8 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს, ეს ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწინებით დასრულდა.
„მინდა ხალხმა იცოდეს, რომ ყველაზე საშინელ ისტორიებსაც აქვთ ბედნიერი დასასრული. ძალიან უშნო, სახეზე შეზრდილი სიმსივნით დავიბადე და ხალხს ჩემი დანახვის ეშინოდა, ახლა კი ყველაზე ბედნიერი პატარძალი ვარ“.
კომენტარი