სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერაყში მომხდარ აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის ქალაქ ბასრაში, პოლიციის შენობასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ტერაქტის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი და დაშავდა 23. დაღუპულთა შორის 3 პოლიციელია, ხოლო 2 მშვიდობიანი მოქალაქე. ტერაქტის დროს აფეთქდა რამდენიმე მანქანა და ახლომდებარე შენობების შუშები მთლიანად ჩაიმსხვრა. ნავთობით მდიდარ ქალაქ ბასრაში მიმდინარე თვეში ტერაქტების რაოდენობამ იმატა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100