რა გიშლით ხელს მიზნების მიღწევაში და იმის კეთებაში რაც მთელი გულით გსურთ?
ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, რატომ არ გაქვთ ყველაფერი ის, რაც გსურთ გქონდეთ ცხოვრებაში? რა გიშლით ხელს მიზნების მიღწევაში და იმის კეთებაში რაც მთელი გულით გსურთ?
არის თქვენს გარემოცვაში ვინმე ისეთი ვინც გეუბნებათ, რომ არ შეგიძლიათ რაიმეს გაკეთება? იქნებ თქვენ თვითონ ეუბნებით საკუთარ თავს ამას? დროთა განმავლობაში ხომ არ გავიწყდებათ რაზე ოცნებობდით?
ფსიქოლოგიური კვლევები ადასტურებენ, რომ წარმატების მიღწევისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ოპტიმისტური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რაც თავისთავში გულისხმობს იმის ღრმა გაანალიზებას, რომ თქვენი მონდომებისა და ბრძოლისუნარიანობის წყალობით თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ ყველა ჭკუასთან ახლო მიზანს, რაც კი ცხოვრებაში გაგაჩნიათ.
შეიძლება გსმენიათ კიდეც ჰენრი ფორდის ეს სიტყვები: “არა აქვს მნიშვნელობა, ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ, თუ ფიქრობთ,რომ არ შეგიძლიათ – ორივე შემთხვევაში მართალი ხართ.” ჩემი აზრით ეს აბსოლიტურ რეალობას წარმოადგენს ნებისმიერი ადამიანისათვის. თქვენი გონება ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია, რაც კი წარმატების მიღწევისათვის გაგაჩნიათ.
ნაპოლეონ ჰილის ცნობილი, ბესთსელერი წიგნი “იფიქრე და გამდიდრდი” ემყარება მოსაზრებას, რომ ისეთი წარმატებული ადამიანები როგორებიც იყვნენ : ენდრიუ კარნეგი, თომას ედისონი, ჰენრი ფორდი და უამრავი სხვა მაღალი ინტელექტის მქონე ცნობილი პიროვნება წარმატებას აღწევდნენ იმისდა გამო, რომ სწამდათ საკუთარი თავის და იმ მიზნების მიღწევის შესაძლებლობის, რომელთა მიღწევაც სურდათ.
არავის და არაფერს მისცეთ ნება, საკუთარი თავის ჩათვლით, რომ რწმენა შეგირყიოთ.
კომენტარი