სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი გალერეაში - უკანასკნელი ფოტო-რეპორტაჟი აფხაზეთიდან

21 თებერვალს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში, გაიხსნება ნანკა (პავიჩ) კიკალიას პერსონალური გამოფენა საზღვარი - ეს იქნება უკანასკნელი ფოტო-რეპორტაჟი აფხაზეთიდან.

პირველად ბოლო წლების განმავლობაში, დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა, ნახოს სოხუმსა და გალში გადაღებული უნიკალური ფოტო-მასალა.

გამოფენაზე წარმოდგენილი 40 ფოტო ომის შემდგომ რეალობას ასახავს და აფხაზეთში დღეს არსებულ სიტუაციასა და იქ მცხოვრებ ადამიანებზე გვიყვება.

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

გთხოვთ, მობრძანდეთ!

მის: მარჯანიშვილის 7, თიბისი ბანკი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100