როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ცოლი გღალატობთ
ღალატი ყველაზე მტკივნეული მიზეზია ურთიერთობის, განსაკუთრებით კი ოჯახის დანგრევისათვის. მეორე ნახევრის ღალატის გამჟღავნება ურთიერთობას ან ანგრევს და ან უფრო ამყარებს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უყვართ მათ ერთმანეთი, წერს LadyHealth.
როგორც წესი, ღალატი მეტყველებს იმაზე, რომ ქალი უკმაყოფილოა თავისი პარტნიორით და სხვაგან ეძებს იმას, რაც ურთიერთობას აკლია. ნუთუ ბედნიერი ქალი სიმშვიდის მოპოვებას სხვა მამაკაცთან შეეცდება? ცოლის ღალატი მამაკაცს სერიოზულ ემოციურ ტრავმას აყენებს, რომლისგან თავის დაღწევა ძალიან უჭირთ.
არსებობს რადმენიმე ნიშანი იმისა, რომ მეორე ნახევარი მამაკაცს ღალატობს:
1. ქალბატონი მოულოდნელად იცლის იმიჯს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე იწყებს საკუთარ გარეგნობაზე გადამეტებულად ზრუნვას. ყოველ დილით დიდი ყურადღებით არჩევს ტანისამოსს, აქსესუარებს და იმაზე მეტ დროს ატარებს სარკის წინ, ვიდრე ამას აკეთებდა მანამდე. კვირაში რამდენჯერმე სტუმრობს სილამაზის სალონს და ფიტნეს კლუბშიც კი იწყებს სიარულს.
2. განსაკუთრებულად ჩანს წყვილის ემოციური დაშორება: ადრე განიხილავდით ყველა პრობლემას და ცოლი სიამოვნებით გთავაზობდათ სხვადასხვა ვერსიებს, თუ როგორ დაგეღწიათ თავი არასასურველი მდგომარეობიდან, ახლა არათუ რჩევებს აღარ გაძლევთ, საერთოდაც არ აინტერესებს რა ხდება თქვენს თავს. აღარ განიხილავთ ინტიმურ საკითხებს და თუ რაიმე კითხვა უჩნდება, ურჩევნია დაქალებს დაელაპარაკოს, ვიდრე თქვენ. თქვენთან დაწოლას თავს ყველანაირად არიდებს და პირველივე შესაძლებლობისთანავე გარბის სახლიდან.
3. თითქმის სულ ჩუმადაა. აღარ უზიარებთ ერთმანეთს არათუ პრობლემებს, არამედ სიხარულსაც კი. აღარ გელაპარაკებათ სამსახურზე. შეიძლება იმის მიზეზი, რომ გაგირბით არის დანაშაულის გრძნობა, შეიძლება... ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად არ ღირს გადაიქცეთ პარანოიკ ოტელოდ - პირდაპირ ჰკითხეთ რაშია პრობლემა, რატომ იქცევა ასე უცნაურად ბოლო ხანებში!
4. დაკარგა ინტერესი საოჯახო საქმეების მიმართ. თუ ცოლი არ გხვდებათ კარის ზღურბლთან სამსახურიდან შინ მისვლისთანავე და განაგრძობს საქმიანობას საძინებელ ოთახში ან სამზარეულოში, რაღაცაშია საქმე. თუკი თქვენს მეორე ნახევარს მოულოდნელად უჩნდება საქმეები და გასაქცევია, შეეცადეთ გააცილოთ! თუ უარს გეუბნებათ, დააძალეთ, მოითხოვეთ და ამავე დროს დააკვირდით მის რეაქციას - რამდენად უცნაურ მიზეზებს გეუბნებათ, რომ თავიდან მოგიშოროთ.
5. იშვიათად გსაყვედურობთ და აღარ ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს, მაგრამ თუ მაინც აღმოჩნდა მსგავს გარემოში, ყველანაირად ცდილობს დაგითმოთ და შეიძლება ბოდიში მოგიხადოთ იმ საკითხებშიც კი, როცა ის მართალია. ადრე თუ მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ძალიან მარტივი იყო - მხოლოდ უარის თქმა მის მეგობრებთან ერთად კაფეში წასვლაზე, ახლა საერთოდ არც კი გთავაზობთ ერთად გარეთ გასვლას. ძალიან დამჯერია და ყველაფერზე გეთანხმებათ. ამ შემთხვევებში არ ღირს იმის დაჯერება, რომ თქვენი ცოლი უკეთესობისაკენ შეიცვალა და თითქმის იდეალურ მეუღლეს დაემსგავსა. დაიმახსოვრეთ, ადამიანები ასეთ მოკლე დროში რადიკალურად არ იცვლებიან!
წყარო: http://presa.ge/new/?m=yellow&AID=13317
კომენტარი