Data Bootcamp-ი ახალი თაობისთვის
თიბისის
განათლების პროგრამის
მხარდაჭერით და თბილისის ტექნოპარკის ორგანიზებით, ახალი თაობისთვის,
ტექნოლოგიური ბანაკი Data Bootcamp-ი გაიმართა.
Data Bootcamp-ის მონაწილეებმა, მონაცემთა ანალიზის
და პროგრამირების, 7 დღიან ინტენსიურ, სასწავლო კურსებზე გაიარეს ტრენინგები და მენტორშიფ
სესიები ხელოვნური ინტელექტის (AI) და მანქანური სწავლების (ML) მიმართულებით; ისწავლეს
იდეების სწორი და თანმიმდევრული გენერირება, ასევე, დაეუფლნენ წარმატებული
Pitching-ის ტექნიკებს.
Data Bootcamp-ი ტექნოლოგიური პროექტია, რომელიც
თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების
სააგენტოს (GITA) ორგანიზებით ხორციელდება. Data Bootcamp-მა სტარტი გურჯაანის ტექნოპარკში
აიღო და ბათუმისა და ზუგდიდის შემდეგ თბილისის ტექნოპარკში დასრულდა. პროექტში მონაწილეობდნენ
15 წელს ზევით პროგრამირებაში გამოცდილი და Data Science-ით დაინტერესებული პირები.
გურჯაანის, ზუგდიდის და ბათუმის Data Bootcamp-ების მსგავსად, თბილისის ბანაკის რჩეულ
მონაწილეებსაც, თიბისი აძლევს შესაძლებლობას Data Academy-ის ფარგლებში, მონაცემთა
დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარონ. კურსი ითვალისწინებს
თიბისის პროფესიონალ ჯგუფთან ერთად მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის
მიმართულებით მუშაობას.
კომენტარი