ცნობილია ვინ აწერს ხელს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღების განაცხადს
ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და სლოვენიის პრეზიდენტებს მტკიცედ სწამთ, რომ უკრაინა ევროკავშირში დაუყოვნებლივ გაწევრიანების პერსპექტივას იმსახურებს. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გააძლიერონ უმაღლესი პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და მისცენ საშუალება ევროკავშირის ინსტიტუტებს ნაბიჯები გადადგას უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებისთვის და მოლაპარაკებების პროცესის გახსნისთვის. ამ კრიტიკულ მომენტში ჩვენ ვუდასტურებთ ჩვენს სრულ სოლიდარობას უკრაინასა და მის ხალხს“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარი