"უგულავა და ოქრუაშვილი ხელისუფლებამ შესაძლოა ისევ ციხეში შეაბრუნოს"
ადამიანის უფლებათა ცენტრის თქმით, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლებამ შესაძლოა ისევ ციხეში შეაბრუნოს.
მათი თქმით, პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლების მიუხედავად, სასამართლოში მათ წინააღმდეგ საქმეები გრძელდება და არ არის გამორიცხული, განაჩენის შემდეგ ისინი კვლავ საპატიმროში აღმოჩნდნენ.
ადამიანის უფლებათა ცენტრში აცხადებენ რომ , ე. წ. აეროპორტის ინციდენტის საქმეში გიგი უგულავას წინააღმდეგ დანაშაულის პროვოცირების მეთოდია გამოკვეთილი, არაერთი პრობლემური საკითხი იკვეთება ოქრუაშვილის წინააღდეგ მიმდინარე საქმეშიც, რასაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან პროცესების დახურვაც ემატება.
"შეწყალების აქტის საფუძველზე ამ ორი პირის გათავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ჯერ კიდევ შეიძლება არ აღმოჩნდენენ თავისუფლების აღკვეთს დაწესებულებაში, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე პირის მიმართ არის აქტიური სისხლის სამართლის საქმეები, რომელზეც აქტიურად მუშაობს საქართველოს გენერალური პროკურატურადა საქმეები განიხილება სასამართლოებში",- აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის ანალიტიკოსი, გიორგი ტყებუჩავა.
კომენტარი