სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უწმინდესის მდგომარეობა სტაბილურია - აი, რა განაცხადა პატრიარქის ექიმმა

პატრიარქის პირადი ექიმის, ცისანა შარტავას თქმით, უწმინდესის მდგომარეობა სტაბილურია. მას წნევის ოდნავ მაღალი ციფრები ჰქონდა. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„რადგან წინ საეკლესიო მსახურებით დატვირთული დღეებია, ამიტომ ჩვენი უმორჩილესი თხოვნა იყო, რომ დღეს მას დაესვენა. საპატრიარქოში დილით, 7 საათზე მსახურებას უწმინდესი დაესწრო, გუშინ საღამოს ლოცვაზეც ბრძანდებოდა“, - განაცხადა პატრიარქის ექიმმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100