ქუთაისში 21 წლის ბიჭს თავში არმატურის ნაჭერი ჩაარტყეს და მას 17-მდე მოზარდი უმოწყალოდ სცემდა
ქუთაისში, მე- 12 სკოლის მიმდებარე ტერიტორიასთან, 21 წლის ბიჭს თავს 17 -მდე ახალგაზრდა დაესხა, წიხლებით უმოწყალოდ ცემეს და თავში არმატურის ნაჭერი ჩაარტყეს. 21 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
ინფორმაციას აღნიშნული ფაქტის შესახებ KutaisiToday ავრცელებს.
კომენტარი