ჩვენ გვინდა მომავლის პოლიტიკა - გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი,ირაკლი მეზურნიშვილი წარუდგინა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კასპის მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მმართველ ძალას ერთიანი,უკეთესი საქართველოს მშენებლობა სურს.
"მომავლის პოლიტიკა არის საქმის კეთება, ადამიანებზე ზრუნვა, მეტი სიყვარული ერთმანეთის მიმართ, გაერთიანება და უკეთესი,ძლიერი, ერთიანი საქართველოს მშენებლობა" , - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამისთვის, მხარდაჭერა სჭირდება "ქართულ ოცნებას", რომლის გამარჯვება, საქართველოსგამარჯვება იქნება.
"დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი ერთად დავამტკიცებთ, რომ ეს გზა არის უფრო სწორი გზა, ვიდრე ის გზა, რომლითაც ჩვენგასული 25 წელი ვიარეთ. აღარ შეიძლება იმ გზით სიარული. ახალი გზა გვჭირდება და ეს არის "ქართული ოცნების" გზა - ეს არისგაერთიანების, სიყვარულის და აღმშენებლობის გზა", - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის მთავარი მიზანია, გააერთიანოს მთელი საზოგადოება და დაასრულოსდაპირისპირება.
"დავასრულოთ ის, რომ ადამიანები არ ინდობენ ერთმანეთს; არ ინდობენ შეურაცხყოფისთვის, ბოროტი სიტყვისთვის. ეს ყველაფერიწარსულს უნდა ჩაბარდეს და ჩვენ უფრო მეტი ერთიანობის გრძნობა უნდა გაგვაჩნდეს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავაგრძელოთ ჩვენიცხოვრება ასეთი დაპირისპირებით. საზოგადოება უნდა დამშვიდდეს. არ შეიძლება, მუდმივად იყოს დაძაბულობა, ადამიანებიცხოვრობდნენ იმით, ვინ ვის მოუგო წინა საღამოს პოლიტიკურ შოუში, ვინ უფრო მეტი შეურაცხყოფა მიაყენა, ვინ უფრო მეტიპოლიტიკური ტექნიკა გამოიყენა იმისთვის, რომ თავისი უპირატესობა ეჩვენებინა საზოგადოების წინაშე. ეს ყველაფერი უნდა იყოსწარსულის პოლიტიკა. ჩვენ გვინდა მომავლის პოლიტიკა; მომავლის პოლიტიკა არის საქმის კეთება, ადამიანებზე ზრუნვა, მეტისიყვარული ერთმანეთის მიმართ, გაერთიანება და უკეთესი, ძლიერი, ერთიანი საქართველოს მშენებლობა", - განაცხადა გიორგიკვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა კასპის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი მეზურნიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"იგი აქაურია, ძალიან მყარად დგას ქართულ ნიადაგზე. ირაკლი მეზურნიშვილი გახლავთ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ამავედროს საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, არის განათლებული, ახალგაზრდა, გულანთებული, ენერგიული და გულისხმიერი კაცი,რომელიც ყველა თქვენთაგანის სატკივარს მიიტანს გულთან და გადაწყვეტს თქვენს პრობლემებს ჩვენს გუნდთან ერთად",- მიმართაპრემიერმა მოსახლეობას.
(R)
კომენტარი