კარლა ბრუნი ორსულადაა
საფრანგეთის პირველი ლედი კარლა ბრუნი ორსულადაა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მამამ ერთ-ერთ გერმანულ გაზეთთან საუბრისას განაცხადა. კარლა ბრუნი და ნიკოლა სარკოზი სამი წელია დაქორწინდნენ და ეს მათი პირველი შვილი იქნება.
აღნიშნული ინფორმაციის დადასტურებისგან თავი შეიკავა ნიკოლა სარკოზის ადმინისტრაციამ. როგორც მისმა პრესსპიკერმა განაცხადა, ეს წყვილის პირადი საკითხია და მასში ვერ ჩაერევიან.
კარლა ბრუნს ერთი შვილი ჰყავს. 2001 წელს მას ვაჟი რაფაელ ენთჰოვენისგან შეეძინა. სარკოზის კი ორი ვაჟი ჰყავს - 24 წლის ჟანი და 26 წლის პიერი.
კომენტარი