„მტკივა და ... თვალები მაქვს შენი ფერის“...
დღეს ისევ არეული ამინდია...
ოთახში თვალები მაქვს შენი ფერის...
შენ იცი,
რა ნერვებიც დამიდიან
სისხლში და...
მეც სიგიჟე შევიფერე.
დღეს ისევ
წვიმა მოვა
შენს მაგივრად...
ვგრძნობ,
სადღაც უსათუოდ მელოდები...
შენ
თვითონ სიკვდილიც კი ვერ აგივა,
მზის ყველა
ჩასუნთქვაში მეორდები.
გთხოვ,
უნდა მაპატიო,
ასე რომ ვარ...
შესცივდათ მიტოვებულ ალბათ იებს...
დღეს ისევ
უჰაერო ღამე
მოვა...
ან მომკლავს...
ან...
სიცოცხლეს მაპატიებს.
მტკივა და...
თვალები მაქვს
შენი ფერის...
შორს...
სადღაც...
მზე აშუქებს პირამიდებს...
შენს სახლში ყაჩაღივით შევიპარე
და იებს
ვეფერები მიამიტებს.
კომენტარი